TechCrunch: გაჟონა ინფორმაციამ ფეისბუკის 400 მილიონზე მეტი მომხმარებლის სატელეფონო ნომრების შესახებ
ფეისბუკის 400 მილიონზე მეტი მომხმარებლის სატელეფონო ნომრები ღიად ხელმისაწვდომი გახდა. ამის შესახებ იტყობინება გამოცემა TechCrunch-ი.
სერვერზე, რომელიც არ არის პაროლით დაცული, ინახება ასობით მილიონი ჩანაწერი, რომლებშიც დაცულია სოცქსელის მომხმარებელთა უნიკალური ნომრები, ასევე სატელეფონო ნომრები. თუკი პირველი საყოველთაოდ ხელმისაწვდომი მონაცემია, მეორე არ ყოფილა მას მერე, რაც ფეისბუკმა შეზღუდა მასზე წვდომა.
როგორც TechCrunch-ი აღნიშნავს, ზოგიერთი ჩანაწერი ასევე შეიცავდა მომხმარებელთა ვინაობას, ინფორმაციას მათი სქესის და ქვეყნის შესახებ. ბაზაში აღმოჩნდა 133 მილიონი ჩანაწერი აშშ-დან, 50 მილიონი - ვიეტნამიდან და დიდ ბრიტანეთში მცხოვრებთაგან - 18 მილიონი.
ივლისში აშშ-ის ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ 5 მილიარდი დოლარით დააჯარიმა ფეისბუკი მომხმარებელთა მონაცემების გაჟონვისთვის. ხელისუფლებასთან შეთანხმების მიხედვით, ფეისბუკის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი პირადად იქნება პასუხისმგებელი კონფიდენციალურობის მოთხოვნების შესრულებისთვის.