„მთავარ არხს“ საერთო მაუწყებლის ავტორიზაცია მიენიჭა
![„მთავარ არხს“ საერთო მაუწყებლის ავტორიზაცია მიენიჭა](https://gdb.rferl.org/90E396BD-A4F2-400A-B354-F8C7D9A05AA5_cx0_cy22_cw0_w800_h450.jpg)
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ დაარსებულმა „მთავარმა არხმა“ მიიღო ლიცენზია, რომელიც საინფორმაციო პროგრამების და პოლიტიკური თოქ-შოუების მომზადების უფლებას ანიჭებს.
შესაბამისი ლიცენზია "მთავარ არხს" 5 სექტემბერს მისცა კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ. მანამდე ტელეარხს მხოლოდ გასართობი გადაცემების უფლება ჰქონდა.
საინფორმაციო გადაცემა „მთავარი“ ეთერში პირველად 9 სექტემბერს, საღამოს 9 საათზე გავა და მას "რუსთავი 2"-ის ყოფილი წამყვანები დიანა ჯოჯუა და პაატა იაკობაშვილი გაუძღვებიან.
"რუსთავი 2"-დან წასული სხვა ჟურნალისტების ნაწილიც მუშაობას "მთავარ არხზე" გააგრძელებს.