ერდოანის თქმით, „მიუღებელია“, რომ განვითარებად ქვეყნებს არა აქვთ უფლება, ჰქონდეთ რაკეტები და ბირთვული ქობინები
![ერდოანის თქმით, „მიუღებელია“, რომ განვითარებად ქვეყნებს არა აქვთ უფლება, ჰქონდეთ რაკეტები და ბირთვული ქობინები](https://gdb.rferl.org/826E8055-DCDC-4524-B871-F3458EAAB82C_w800_h450.jpg)
თურქეთის პრეზიდენტმა რეჟეპ ტაიიპ ერდოანმა „მიუღებელი“ უწოდა ვითარებას, როცა განვითარებად ქვეყნებს არა აქვთ უფლება ჰქონდეთ რაკეტები და ბირთვული ქობინები. ამასთან, მას არ დაუზუსტებია, აპირებს თუ არა ანკარა ბირთვული იარაღის ტექნოლოგიების შეძენას ან შექმნას.
ერდოანის განცხადებამ გაიჟღერა დაძაბულობის ფონზე, რომელიც ანკარასა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობებში წარმოიშვა მას შემდეგ, რაც თურქეთმა გადაწყვიტა, რუსეთისგან შეიძინოს S-400 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები.
საპასუხოდ ვაშინგტონი სანქციებით დაიმუქრა, მაგრამ ერდოანმა განაცხადა, რომ რუსული შეიარაღება მას სჭირდება თავდაცვისთვის და რომ ის მზად არის განიხილოს მსგავსი სისტემების შეძენა აშშ-სგან, თუკი ის ასეთ შეთავაზებას მიიღებს.