„ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაწყვეტილება შეცვალა - ფრაქცია გიორგი გახარიას მოუსმენს
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურის მიმართ ბოიკოტი შეწყვიტა.
როგორც პარტიის პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, ფრაქციის სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წევრობის კანდიდატებს 6 სექტემბერს, 12:00 საათზე მოუსმენენ.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარიას დასახელების შემდეგ, მინისტრობის კანდიდატების საკომიტეტო მოსმენებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ბოლო დრომდე არც ფრაქციის ფორმატში იგეგმებოდა სხდომის ჩატარება.
3 სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი გახარია წარადგინა.