სარაევოში გეი პრაიდამდე მრავალრიცხოვანი კონტრაქცია გაიმართა
7 სექტემბერს ბონსია-ჰერცეგოვინის დედაქალაქ სარაევოში გაიმართა ხალხმრავალი აქცია, რომელიც, ორგანიზატორთა ჩანაფიქრით, ოჯახის ტრადიციული ფასეულობების მხარდაჭერას ისახავდა მიზნად იმ ფონზე, როდესაც კვირას ბალკანეთის ამ ქვეყანაში პირველად უნდა გაიმართოს გეი პრაიდი. სარაევო ბოლო დედაქალაქია, სადაც გეი პრაიდის ჩატარება დაიგეგმა იმ ფონზე, როდესაც სხვა მეზობელი ქვეყნები უკვე დაწინაურდნენ ლგბტ უფლებების გაუმჯობესების მხრივ, რაც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმართული ძალისხმევის ნაწილს შეადგენს.