სლოვენიის პრემიერ-მინისტრი რუსეთში ჩავიდა სავაჭრო საკითხების განსახილველად
სლოვენიის პრემიერ-მინისტრი მარიან შარეცი მოსკოვში ჩავიდა ორდღიანი სამუშაო ვიზიტით, რომლის დროსაც იგეგმება რუს კოლეგასთან დმიტრი მედვედევთან შეხვედრა.
გაფართოებული დელეგეციებს შორის მოლაპარაკებები 10 სექტემბერს გაიმართება.
სლოვენიის პრემიერ-მინისტრს თან ახლავს რამდენიმე მინისტრი და ბიზნესსექტორის ხელმძღვანელი, რაც ხაზს უსვამს ვიზიტის მიზანს. „რუსეთის ბაზარი ჩვენთვის ძალიან საინტერესოა. და ჩვენ უეჭველად შევეცდებით გამოვძებნოთ თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები“ მიუხედავად ევროკავშირის მიერ რუსეთისათვის დაწესებული ეკონომიკური სანქციების, - იმოწმებს სლოვენიის პრემიერ-მინისტრს რუსეთის ახალი ამბების სააგენტო „ტასი“.
იუწყებიან, რომ შარეცი და მედვედევი დაესწრებიან მონუმენტის გახსნას, რომელიც იმ სლოვენიელების ხსოვნის პატივსაცემად აიგო, ვინც რუსეთის მიწაზე დაიღუპნენ ორივე მსოფლიო ომის დროს.