Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Сентябрь
2019

სუს-ის წარმომადგენელი – ერგნეთში შეხვედრაზე კატეგორიულად მოვითხოვეთ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უკანონო აქტივობის შეწყვეტა

0

კატეგორიულად მოვითხოვეთ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ნებისმიერი უკანონო აქტივობის შეწყვეტა, – ამის შესახებ სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ ერგნეთში ტექნიკური შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე განცხადებით, პოზიციები კვლავ დიამეტრალურად განსხვავებულია.

„მინდა აღვნიშნო, რომ პოზიციები კვლავ დიამეტრალურად განსხვავებულია. ჩვენ ხაზი გავუსვით იმ გარემოებას, რომ სტანდარტული პოლიციის საგუშაგო გააგრძელებს ფუნქციონირებას ჩვეულებრივად და მისი დანიშნულება იქნება ადგილზე, უსაფრთხო გარემოების უზრუნველყოფა. ამასთანავე, რა თქმა უნდა, კატეგორიულად მოვითხოვეთ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ნებისმიერი უკანონო აქტივობის შეწყვეტა. ამ საკითხთან დაკავშირებით გაჟღერებული იქნა დიამეტრალურად განსხვავებული მოსაზრებები, შესაბამისად, კონსენსუსი ამასთან დაკავშირებით მიღწეული არ არის. რაც შეეება დიალოგის გაგრძელების პერსპექტივებს, ამ კონკრეტულ საკითხში კონსენსუსი მიღწეულია და ყველა მონაწილემ ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია, გაგრძელდეს დიალოგი პოზიციების დაახლოების მიზნით. ჩვენი შემდეგი შეხვედრის თარიღი ზუსტად არ არის განსაზღვული. ახალგორის საკითხი, რა თქმა უნდა, დავაყენეთ შეხვედრაზე და სამწუხაროდ, მათ გადასასვლელების ჩაკეტვა დაუკავშირეს აბსოლუტურად უსაფუძვლოდ ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებს, რაზეც ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ ეს არის წმინდა ჰუმანიტარული ასპექტი, რითაც სარგებლობს საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ადგილობრივი, მკვიდრი მოსახლეობა და რამდენად დამაზიანებელი იქნება ეს მათთვის, რაც აუარესებს მათი ყოველდღიური ცხოვრების პირობებს. ასევე, არ უწყობს ხელს ადგილზე სტაბილურობისა და უსაფრთხოების გარემოს გაჯანსაღებას. სამწუხაროდ, ამ პუნქტთან დაკავშირებითაც არ არის მათი პოზიცია კონსტრუქციული და გადასასვლელების დაკეტვა პირდაპირ დაუკავშირეს ჩორჩანაში მიმდინარე პროცესებს, რაც, რა თქმა უნდა, მიუღებელია”,- განაცხადა ანთაძემ.

კითხვაზე, თუ როდის გაიხსნება ახალგორში გადასასვლელები, სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს კონკრეტული პასუხი არ აქვს, თუმცა, როგორც მან აღნიშნა, გადასასვლელების დაკეტვა გარკვეული პერიოდის შემდეგ შექმნის კონკრეტულ პრობლემებს იქ მაცხოვრებელი ადამიანებისათვის.

“ჰუმანიტარულურ კატასტროფაზე არ არის ამ ეტაპზე საუბარი, თუმცა, რა თქმა უნდა, გადასასვლელების დაკეტვა, გარკვეული პერიოდის შემდეგ გააჩენს კონკრეტულ პრობლემებს იქ მცხოვრებელთათვის. სწორედ ამიტომ, ამაში კონსოლიდირებული პოზიცია გვაქვს, როგორც ცენტრალურ ხელისუფლებას, ასევე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს და გაგრძელდება მუშაობა, რათა უმოკლედ ვადებში, რამდენადაც ეს იქნება შესაძლებელი, გაადვილდეს ადგილობრივი მოსახლეობის ყოფა და ეს გადასასვლელები, რომლებიც აბსოლუტურად შეუსაბამო და გამოგონილი მიზეზებით არის ჩაკეტილი, ეს მაინც იქნას გახსნილი”,- განაცხადა ანთაძემ.





Губернаторы России
Москва

Собянин: выборы в Мосгордуму будут серьезным экзаменом





Москва

В Московской области сотрудники Росгвардии задержали подозреваемого в краже электроинструментов


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Сергей Собянин. Неделя мэра



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Ольга Бузова

Сарафан для Бузовой: необычный подарок подготовил для певицы житель Новосибирска




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

ЕВРО-2024: большой футбол ждет слушателей «Авторадио»

В Москве тушат пожар в здании у метро «Динамо»

Площадь пожара в здании у метро «Динамо» в Москве составляет 400 квадратов


Уимблдон

Испанский теннисист Надаль не сыграет на Уимблдоне



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

День божьей коровки пройдет на ВДНХ



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России