Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Сентябрь
2019

ნიკა მელია: „ეს არაა პროკურატურა - თადუმაძეებში ვარ მოსული“

0
 ნიკა მელია: „ეს არაა პროკურატურა - თადუმაძეებში ვარ მოსული“

რისთვის უნდა დააპატიმრო დეპუტატი, პოლიტიკურ ტოქშოუში მონაწილეობისთვის? ეს შეკითხვა დაუბრუნა დეპუტატმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებს პასუხად კითხვაზე, ხომ არ არის მოსალოდნელი მისთვის აღკვეთის ღონისძიების გამკაცრება საცხოვრებელი ადგილის საგამოძიებო ორგანოს უარის მიუხედავად დატოვების გამო.

„მე ვარ მზად, შევასრულო ჩემი უფლებამოსილება დეპუტატისა. ვინმე თუ არღვევს დღეს კანონს, მათ შორის, კონსტიტუციას, ეს არის ის ხალხი, აქ რომ არის.

ეს არაა პროკურატურა - თადუმაძეებში ვარ მოსული“, - განაცხადა ნიკა მელიამ. მისი თქმით, პარლამენტში იგი პროკურატურის ნებართვით მივიდა, თუმცა სიტყვით გამოსვლის დროს მასთან სახლში ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ და ოქმს ადგენდნენ, სად არის ნიკა მელიაო?!

„რა მოხდა, არ იცოდა პრობაციის სააგენტომ, რომ მელია პარლამენტშია და არ იცოდა, რომ პროკურატურამ ნებართვა დართო. არა, უბრალოდ, იქ, ამ მთის გადაღმა რომ ცხოვრობს ადამიანი, ჩამოარტყა ხელი მაგიდას და თქვა, რომ ეს მელია დაააბით სახლშიო და მართლა როგორც ოთხფეხა მელიაზე, ისე ნადირობენ ჩემზე. ეს განცდა მაქვს“, - აღნიშნა გენერალურ პროკურატურაში შესვლამდე ნიკა მელიამ. საგამოძიებო ორგანომ იგი 16 საათზე დაიბარა, რათა  განემარტათ, რომ 2019 წლის 10 სექტემბერს მის მიერ საცხოვრებელი ადგილის დატოვება წარმოადგენს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების პირობის დარღვევას, რაც განმეორების შემთხვევაში აღკვეთის ღონისძიების გამკაცრების პირობაა.

„არ არსებობს, შეზღუდვას არ დავიწესებ, კანონს არ დავარღვევ, კონსტიტუციას არ დავარღვევ, კონსტიტუციისა და კანონის მოთხოვნების შესრულების გამო დააკავო ნებისმიერი ადამიანი, მით უფრო დეპუტატი, არის წარმოუდგენელი“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

პროკურატურა მან შესვლიდან რამდენიმე წუთში, მას შემდეგ დატოვა, რაც გაფრთხილების ოქმი გადაეცა. 

2019 წლის 27 ივნისს, 20 ივნისის საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობისთვის ბრალდებულ ნიკანორ მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარის ოდენობით. დამატებითი შეზღუდვის სახით მას აეკრძალა საცხოვრებელი ადგილის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირების და თანხმობის გარეშე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებებით გამოსვლა და მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია.  მის მიმართ მიმდინარეობს ელექტრონული მონიტორინგი.

8 სექტემბერს ნიკა მელიას პროკურატურისგან მიეცა თანხმობა, განეხორციელებინა საპარლამენტო უფლებამოსილება. ამგვარი ნებართვა მას არ ჰქონია 10 სექტემბერს, როდესაც მონაწილეობა მიიღო ტელეკომპანია „კავკასიის“ გადაცემაში.





Губернаторы России
Москва

Собянин: Новый участок МСД на юге столицы планируется достроить до конца года





Москва

В Подмосковье сотрудники Росгвардии спасли пожилого мужчину, который оказался один дома и плохо себя почувствовал


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Сергей Собянин рассказал о реализации проектов КРТ в столице



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Бато Багдаев

Определят победителя на конкурсе театральных коллективов школ в УЛАН-УДЭ нс конкурсе детей Алтан Баг - Театр, Новости и Культура, Дети, Россия




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Академия Плющенко требует почти два миллиона со сбежавшей от них юной спортсменки

В Крылатском будет создан современный спортивный кластер — Собянин

Сергей и Ангелина Минаевы из Брянска завоевали серебро Кубка «НИКА 2024»


Ролан Гаррос

Мирра Андреева обыграла представительницу Франции Грачеву на "Ролан Гаррос"



Новости Крыма на Sevpoisk.ru


ATP

Янник Синнер высказался о первом месте в рейтинге ATP и травме Новака Джоковича



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России