Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Сентябрь
2019

ერგნეთში ტექნიკური შეხვედრა დღესაც უშედეგოდ დასრულდა

0
ერგნეთში ტექნიკური შეხვედრა დღესაც უშედეგოდ დასრულდა

ერგნეთში დასრულდა ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ტექნიკური შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების, რუსეთის საოკუპაციო ძალებისა და ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებს შორის.

ევროკავშირის და ეუთოს შუამავლობით ბოლო ორ კვირაში გამართულ მეოთხე ტექნიკურ შეხვედრაზეც მხარეები მხოლოდ დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

„პოზიციები კვლავ არის დიამეტრალურად განსხვავებული. კერძოდ, ჩვენ ხაზი გავუსვით იმ გარემოებას, რომ პოლიციის სტანდარტული საგუშაგო [ჩორჩანასთან] გააგრძელებს ფუნქციონირებას ჩვეულ რეჟიმში და მისი დანიშნულებაა ადგილზე უსაფრთხოების გარემოს უზრუნველყოფა. ამასთანავე, კატეგორიულად მოვითხოვეთ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ნებისმიერი უკანონო აქტივობის შეწყვეტა“, - უთხრა ჟურნალისტებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის(სუს) ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ. მისი თქმით, ამავე საკითხზე მეორე მხრიდან გაჟღერდა დიამეტრულად განსხვავებული მოსაზრებები და, შესაბამისად, კონსენსუსი მიღწეული არ არის.

ირაკლი ანთაძის ინფორმაციით, დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა 4 სექტემბრიდან, ახალგორთან ე.წ. საზღვრის დაკეტვა დაუკავშირეს ჩორჩანის მახლობლად მიმდინარე პროცესებს, რასაც ქართულმა მხარემ უპასუხა, რომ ეს მხოლოდ ჰუმანიტარული საკითხია, ახალგორთან ე.წ. გადასასვლელებით ადგილობრივი მოსახლეობა სარგებლობს და მათი დაკეტვა კიდევ უფრო გაუუარესებს ცხოვრების პირობებს. ირაკლი ანთაძის თქმით, მეორე მხარეს კონსტრუქციული პოზიცია არც ამ საკითხში ჰქონია.

სუს-ის წარმომადგენლის განცხადებით, ამ ეტაპზე ახალგორში ჰუმანიტარული კატასტროფა არ არის, თუმცა, გადასასვლელების დაკეტვა გარკვეული პერიოდის შემდეგ სერიოზულ კონკრეტულ პრობლემებს გააჩენს. ამიტომ, ანთაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად გააგრძელებს მუშაობას, რათა შეძლებისდაგვარად მოკლე დროში მიაღწიონ ამ გადასასვლელების გახსნას.

13 სექტემბერს გამართულ ტექნიკურ შეხვედრაზე შეთანხმება მიღწეულია მხოლოდ იმაზე, რომ პოზიციების დაახლოების მიზნით დიალოგი უნდა გაგრძელდეს. მომდევნო შეხვედრის თარიღი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის „ცხელი ხაზის“ მეშვეობით განისაზღვრება.

საოკუპაციო ხაზთან ვითარება აგვისტოს ბოლოდან დაიძაბა. ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგოს გახსნის გამო, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. სასაზღვრო საგუშაგო დადგეს ოკუპირებული სოფლის, წნელისის მახლობლად, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე.

ირაკლი ანთაძის ინფორმაციით, ამჟამად ჩორჩანასა და წნელისს შორის არსებულ ტერიტორიაზე აღმართულია ე.წ. სამხრეთ ოსეთის ორი დროშა და ერთი უკანონო საგუშაგო.





Губернаторы России
Москва

Сергей Собянин поздравил москвичей с Международным днем защиты детей





Москва

Поезда задерживаются из-за схода вагонов в Приамурье


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: Более трех миллионов человек посетили фестиваль «Москва на волне. Рыбная неделя»



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Песня

Песня под Ключ. Купить Песню под Ключ. Запись Песни под Ключ.




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

День защиты детей празднуют в мире 1 июня

Певица Пелагея разделила имущество с бывшим мужем

Дептранс Москвы раскрыл детали инцидента на станции метро "Спортивная"


Елена Рыбакина

Елене Рыбакиной поставили неожиданный «диагноз»



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Australian Open

Синнер повторил уникальное достижение Джоковича и Надаля на турнирах «Большого шлема»



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России