18 სექტემბერს მამუკა ხაზარაძე მოძრაობის პირველ 12 წევრს წარადგენს
საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე 18 სექტემბერს, 13:00 საათზე, მოძრაობის პირველ 12 წევრს წარადგენს, - უთხრეს რადიო თავისუფლებას „ლელოს“ პრესსამსახურში.
12 სექტემბერს, 12:00 საათზე, ხაზარაძემ ანაკლიის სანაპიროზე 90-მდე თანამებრძოლი შეკრიბა და მოძრაობის დაფუძნების შესახებ განაცხადა.
მოძრაობის წევრებს შორის არიან:
თეონა დოლენჯაშვილი - მწერალი, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
კახა კოჟორიძე - ადვოკატი, ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მრჩეველი
ანა ნაცვლიშვილი - იურისტი, ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მდივანი
ქეთი მატაბელი - მხატვარი
მაია ჩიკვაიძე - მხატვარი
პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს ბრალი ფულის გათეთრების მუხლით 24 ივლისს წაუყენა. ამ საქმეს თავად მამუკა ხაზარაძე მთავრობის მხრიდან ანაკლიის პორტის მშენებლობის ჩაშლის მცდელობას უკავშირებს.