"ვფიქრობ, ყურადღების გაზრდის გზების ძიებაში, ჟენევის შეხვედრების დონის აწევა იქნებოდა პირველი ნაბიჯი"
კურტ უოკერი რადიო თავისუფლებას უზიარებს მოსაზრებებს იმაზე, თუ რა აქვთ საერთო და რა განასხვავებს უკრაინისა და საქართველოს მდგომარეობას რუსეთის აგრესიასთან ბრძოლის ფონზე, აგრეთვე რამდენად შესაძლებელია გაერთიანდეს დასავლეთის ძალისხმევა უკრაინისა და საქართველოს რუსეთის აგრესიისგან დასაცავად.