ქართველი "ბერძენ-რომაელების" ისტორიული შედეგი
თორმეტწლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა. ნურ-სულთანში 14-17 სექტემბერს გამართულ მსოფლიოს პირველობაზე საქართველოს ჰიმნი ორჯერ აჟღერდა. უმაღლეს ტიტულს ნუგზარ წურწუმია და ლაშა გობაძე დაეუფლნენ. იაკობ ქაჯაიამ მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალთან ერთად ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა. სალიცენზიო ნორმატივი საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა წევრმა - გიორგი მელიამაც შეასრულა. საერთო გუნდურ ჩათვლაში ქართველი მოჭიდავეები მესამე ადგილზე გავიდნენ 105 ქვეყნის ნაკრებს შორის.