Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Сентябрь
2019

პროკურატურა შეისწავლის შეწყალებისას სავარაუდო კორუფციაზე ევროპული საქართველოს განცხადებას

0
პროკურატურა შეისწავლის შეწყალებისას სავარაუდო კორუფციაზე ევროპული საქართველოს განცხადებას

„შევისწავლით და მოვახდენთ შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას”, - უთხრეს პროკურატურაში რადიო თავისუფლებას „ევროპული საქართველოს“ განცხადების შესახებ.

პარტიის წარმომადგენელი, პარლამენტის წევრი ირმა ნადირაშვილი მსჯავრდებულთა შეწყალებისას კორუფციული გარიგების შესახებ საუბრობს. მან სწორედ ამ შინაარსის განცხადება შეიტანა 19 სექტემბერს გენერალურ პროკურატურაში. 

„საქართველოს საადვოკატო წრეებთან დაახლოებული პირისგან, წყაროს გაუთქმელობის პირობით მივიღე ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობისას თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება ამა თუ იმ პირის შეწყალებას, დაინტერესებული ადამიანები უკავშირდებიან პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, დიმიტრი გაბუნიას და მასთან გადიან ფინანსურ საკითხებს, თუ რა ფასად შეიძლება ესა თუ ის პირი იყოს შეწყალებული. ჩემ წყაროს არ აქვს დაზუსტებული ინფორმაცია, არის თუ არა ამ კორუფციულ სქემაში ჩართული უშუალოდ პრეზიდენტი ზურაბიშვილი, თუმცა ვარაუდობს, რომ მისი გვერდის ავლით ასეთი საკითხების მოგვარება არის შეუძლებელი. აღნიშნული წარმოადგენს ინფორმაციას შესაძლო დანაშაულების შესახებ, კერძოდ, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება (სსკ მუხლი 332) ქრთამის აღება (სსკ მუხლი 338), ქრთამის მიცემა (სსკ მუხლი 339), ზეგავლენით ვაჭრობა (სსკ მუხლი 3391), სამსახურებრივი გულგრილობა (სსკ მუხლი 342)” - ნათქვამია ნადირაშვილის მიერ პროკურატურაში შეტანილ განცხადებაში.

პარლამენტის წევრი გენერალურ პროკურატურას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება, გონივრულ ვადებში ჩაატაროს შესაბამისი პროცესუალური მოქმედებები და მოახდინოს კანონით დადგენილი რეაგირება დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე.

რადიო თავისუფლება მთელი დღის განმავლობში ცდილობდა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანთან, დიმიტრი გაბუნიასთან დაკავშირებას, თუმცა ის არც სატელეფონო ზარებსა და არც გზავნილებს არ პასუხობს.

18 სექტემბერს, სწორედ დიმიტრი გაბუნიას უნდა გაემართა ბრიფინგი შეწყალების საკითხთან დაკავშირებით, თუმცა, ყველასგან მოულოდნელად, ბრიფინგი პრეზიდენტის სასახლეში თავად სალომე ზურაბიშვილმა გამართა, დიმიტრი გაბუნია კი საერთოდ არ გამოჩენილა ჟურნალისტებთან. მის შესაძლო კავშირზე მსჯავრდებულთა შეწყალების პროცესთან დაკავშირებით კი პრეზიდენტმა თქვა:

„იყო ძალიან ბევრი სპეკულაცია ამ პროცესში სხვადასხვა ადამიანის ჩარევაზე, მათ შორის, ჩვენი საპარლამენტო მდივანი, რომელიც არც კომპეტენციით და არც არანაირად არ იყო ამ პროცესში ჩართული. მისგან არ მიმიღია არც არანაირი რჩევა, არც თვითონ არავის უკითხავს მისთვის თუ რას ფიქრობდა რომელიმე ამ გადაწყვეტილებაზე. არ არის ეს მისი კომპეტენცია და მით უმეტეს, როცა ეს ეხება ყოფილ ადვოკატს. ასე რომ ეს გამორიცხულია და ეს სპეკულაციები უნდა დამთავრდეს მასზე თუ ვინმე სხვაზე ჩემს ადმინისტრაციაში, რადგან მე მივიღე გადაწყვეტილება და მე ვარ პასუხისმგებელი და არ მჩვევია, რომ ვინმე სხვაზე გადავიტანო ეს პასუხისმგებლობა“.





Губернаторы России
Москва

Собянин рассказал о развитии Москвы на ПМЭФ   





Москва

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: Отделение СФР по Москве и Московской области в текущем году компенсировало стоимость полиса ОСАГО более 600 жителям региона


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин рассказал о волонтерском движении Москвы



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Наталья Сергунина

Сергунина рассказала о волонтерском корпусе выставки «Россия»




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

12 июня в Оренбуржье пройдут мероприятия, посвященные Дню России

Альбина Мухаметзянова на ПМЭФ объявила о выходе сериала «Команда МАТЧ» в Казахстане

Легкоатлетка Тангара назвала кринжем участие Бузовой в забеге на Никольской


Александр Зверев

Испанец Алькарас выиграл у Зверева и стал победителем Roland Garros



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Ранивший ножом главу АНО «Цифровые технологии» рокер Роман Медвёдкин якобы защищал девушку



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России