Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Сентябрь
2019

დიმიტრი ცქიტიშვილი განმარტავს შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს

0
დიმიტრი ცქიტიშვილი განმარტავს შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი რადიო თავისუფლებასთან განმარტავს შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს.

ცქიტიშვილი თქმით, საქმე ეხება არა შეზღუდვის, არამედ სამუშაო სტანდარტის შემოღებას ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით.

„რეალურად დაგეგმილი ცვლილება შემზღუდავი არის დამსაქმებლისთვის და არა დასაქმებულისთვის. დასაქმებულს აქვს უფლება, იმუშაოს როგორც უნდა, ხოლო დამსაქმებელი გარკვეულწილად იზღუდება, რომ არ მოახდინონ ექსპლუატაცია და შრომის გამოყენება“, - ამბობს დიმიტრი ცქიტიშვილი.

პროექტი კვირის განმავლობაში ნორმირებული 40-საათიანი სამუშაო დროისა და 8-საათიანი ზეგანაკვეთურის ამოწურვის შემდეგ, კრძალავს დასაქმებულის ნების საწინააღმდეგოდ მუშაობას.

„ადამიანის რესურსიც ხო ამოწურვადია, მით უმეტეს მექანიკურ სამუშაოზე. ამიტომ, კანონი და ინსტიტუციები რეალურად დაიცავს მას“, - აღნიშნავს დიმიტრი ცქიტიშვილი.

დეპუტატი იმ შემთხვევის შესახებაც საუბრობს, თუ ადამიანს საკუთარი ნებით სურს მუშაობა. 

„ადამიანს შეიძლება არ აწუხებს და 20 საათი შეუძლია, იმუშაოს“, - აღნიშნა ცქიტიშვილმა. მისი თქმით, თუ პრობლემა არ იქმნება, დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ურთიერთობას ვერავინ დაარეგულირებს.

„ხოლო, თუ პრობლემა დადგა, კანონმა რაღაც სტანდარტი უნდა შექმნას. ნებისმიერი უფლებრივი სტანდარტი რთულად აღსრულებადია, მაგრამ სტანდარტი სახელმწიფომ უნდა შექმნას“, - აცხადებს დიმიტრი ცქიტიშვილი.

დეპუტატის თქმით, კანონით ბევრი რამ დღესაც დარეგულირებულია, მაგრამ ისე არის დაწერილი, რომ შესაძლებელია თავის არიდება. „სწორედ ამ გზებს ვკეტავთ და ბიზნესს, რა თქმა უნდა, ეს არ მოსწონს“, - გვეუბნება ცქიტიშვილი და დასძენს: - „იდეა არის უფრო მაღალი სტანდარტის დაწესება. ამასთან, პროექტის მომზადება ევროკავშირის დირექტივებიდან გამომდინარეობს. იმის გამო, რომ პროექტში მოცემულ სხვა საკითხზე ვერ გვიტევენ, რადგან მორალთან წინააღმდეგობაშია, უნდათ, ეს საკითხი დასაქმებულთა თავისუფლების შეზღუდვად მონათლონ. სინამდვილეში ეს დამსაქმებლების შეზღუდვაა, რომ ადამიანთა ექსპლუატაცია არ მოახდინონ“, - ამბობს დეპუტატი.

გარდა ამისა, პროექტის მიხედვით, ზეგანაკვეთური სამუშაოს საათობრივი ანაზღაურება 25%-ით უნდა აღემატებოდეს ნორმირებულს.

დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, დაგეგმილი ცვლილებების შესახებ სპეკულაციები და ინტერპრეტაციები დაიწყო მანამ, სანამ დოკუმენტი საბოლოო სახეს მიიღებდეს.

როგორც პარლამენტის წევრი ამბობს, პროექტი ჯერ კიდევ დამუშავების ეტაპზეა და პრინციპების დონეზე ის ყველა დაინტერესებულ მხარესთან ერთად გასულ შაბათ-კვირას განიხილეს.

მსჯელობაში ბიზნესასოციაციები, არასამთავრობო სექტორი და სამთავრობო სტრუქტურები მონაწილეობდნენ. მომავალში განხილვის სხვადასხვა ეტაპი არის დაგეგმილი, მათ შორის, სხვადასხვა თავისა და თემის მიხედვით. როგორც ცქიტიშვილი გვეუბნება, პარლამენტში განხილვა მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება.  

დაგეგმილ ცვლილებებს ბიზნესის და დასაქმებულის ურთიერთობებში უხეშ ჩარევად მიიჩნევს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე.

„ვფიქრობთ, რიგი ცვლილებები გაართულებს ბიზნესის წარმოების პროცესს და ურთიერთობებს დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის.  კანონის პროექტში ჩადებულია საკანონმდებლო ნორმები ისეთ შრომით საკითხებზე, რომლებიც უშუალოდ დამსაქმებლისა და დასაქმებულის შეთანხმების ნაწილი უნდა იყოს და ამ საკითხებში საკანონმდებლო ვალდებულებების ჩადება, შეზღუდვების დაწესება არალეგალური შრომის ბაზრის გააქტიურების მოტივატორი იქნება. მიგვაჩნია, რომ  ზეპირი ხელშეკრულებების ნაწილის მოშლა, ზეგანაკვეთური სამუშაოების ნორმირება და ა.შ. არის ის კრიტიკული  საკითხები, რომლებიც უნდა დაკორექტირდეს. გამომდინარე იქედან, რომ ამ ცვლილებების ამოქმედების შემთხვევაში, ერთი მხრივ, კერძო სექტორს ახალი ვალდებულებები ეკისრება და მძიმდება ბიზნესის მდგომარეობა. მეორე მხრივ, იზღუდება დასაქმებული - თვითონ გადაწყვიტოს, როგორ შეათანხმოს თავის დამსაქმებელთან სამუშაო პროცესი თუ პირობები, რომელიც მისთვის შეიძლება იყოს მისაღები ან არ იყოს მისაღები“, - ბიზნესომბუდსმენის შეფასებას „პირველი არხი“ აქვეყნებს.





Губернаторы России
Москва

Собянин поздравил победителей городского конкурса в сфере культуры и искусства





Москва

Стали известны все участники РПЛ сезона-2024/2025


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Сергей Собянин: Центральной детской библиотеке имени Гайдара — 90 лет



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Игорь Бутман

Концерты оркестра Бутмана посмотрели более 50 миллионов китайцев




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Стали известны все участники РПЛ сезона-2024/2025

В Москве подвели итоги первого дня чемпионата по игре «Камень, ножницы, бумага»

В Москве презентовали медали и экипировку VIII игр «Дети Азии»


Australian Open

Синнер повторил уникальное достижение Джоковича и Надаля на турнирах «Большого шлема»



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Список самых популярных товаров нашего маркетплейса Bazosmarket



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России