"გვხვდება რისკების განსხვავებული ასორტიმენტი. ყველაზე მარტივი - დეკლარაციის შევსების პრობლემა უდგას თითქმის ყველა მოსამართლეს"
ზაზა აბაშიძე იყო ერთ-ერთი დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფში, რომელმაც „ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერით მოამზადა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა პორტფოლიოები. ის იკვლევდა კანდიდატების ფინანსურ ვალდებულებებსა და შემოსავლებს.