Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Сентябрь
2019

"სირცხვილიას" მანიფესტი: ერთობით დავამარცხებთ ბიძინა ივანიშვილს​​

0

სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა საპროტესტო აქციის მონაწილეებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე  მოძრაობის მოქმედების გეგმა გააცნო. მანიფესტის წაკითხვის შემდეგ მომიტინგეებმა ხელისუფლებას წითელი ბარათები აჩვენეს.

 ჩვენ ვართ თავისუფალი საქართველოს თავისუფალი მოქალაქეები!

 ექიმები, რომლებსაც ანდობთ ჯანმრთელობას; იურისტები, რომლებსაც ანდობთ სიმართლეს; ჟურნალისტები, რომლებსაც ანდობთ სათქმელს; პოლიციელები, რომლებსაც ანდობთ უსაფრთხოებას; მასწავლებლები, რომლებსაც ანდობთ შვილებს… ხელოვანები და მეცნიერები, სტუდენტები და პენსიონერები, სპორტსმენები და მაღაროელები – ყველა ის, ვისი სამართლიანი, მშვიდობიანი პროტესტიც უკვე სამი თვეა გრძელდება.

 და როდესაც ჩვენ ყველანი ერთად ვდგავართ ქვეყნის სამსახურში, ჩვენ ვცვლით მას უკეთესობისკენ. განსხვავებულთა ერთობა იყო, რამაც მოგვიტანა თავისუფლება, რამაც მოგვიტანა დამოუკიდებლობა და რამდენიმე კვირის წინ ამანვე მოგვიტანა სამოქალაქო საზოგადოების უდიდესი გამარჯვება – პროპორციული არჩევნები! რადგან როცა ერთად ვდგებით, აღარ არსებობს წინაღობა, რომელსაც ჩვენ ვერ გადავლახავთ, აღარ არსებობს ძალა, რომელსაც ჩვენ ვერ ვერევით და აღარ არსებობს იარაღი, რომელიც აფერხებს ჩვენს უკომპრომისო და უკანმოუხედავ სწრაფვას თავისუფლებისკენ!

 20 ივნისს ხელისუფლების მიერ ჩადენილმა სამარცხვინო დანაშაულმა განსხვავებულები გაგვაერთიანა, მაგრამ ხელისუფლებამ სამშობლოს ერთგული ხალხის პროტესტს ძალადობით უპასუხა. დაშავდა ასეულობით მშვიდობიანი დემონსტრანტი, მათ შორის, მედიის ორმოცამდე წარმომადგენელი და რაც ყველაზე ტრაგიკულია, მოქალაქეთა ჯანმრთელობას მიადგა აუნაზღაურებელი ზიანი.

ჩვენ ამას არ ვპატიობთ!

 დღეს აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ვუთხრათ ბიძინა ივანიშვილს: თქვენ გქონდათ შანსი, რომ შეგესმინათ საზოგადოების მოთხოვნები და აგეღოთ პასუხისმგებლობა დაშვებულ შეცდომებზე. თუმცა, ამის ნაცვლად, თქვენ ღიად დაუპირისპირდით ხალხის ნებას. თქვენ დააწინაურეთ შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც დამნაშავე იყო ხალხის წინაშე და ქვეყნის პირველ პირად გაასაღეთ იგი.

და ჩვენ, არც ამას ვპატიობთ!

 ჩვენთვის მიუღებელია ერთპიროვნული, ოლიგარქიული, არაფორმალური მმართველობა. ბიძინა ივანიშვილმა იყიდა და მიიტაცა ყველა სახელისუფლებო შტო. იგი აკონტროლებს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებას, რეალობის გასაყალბებლად იყენებს პროპაგანდისტულ მედიას და დევნის თავისუფალ სიტყვას.

 დღეს, 2019 წლის 20 სექტემბერს ჩვენ, მისმა უდიდებულესობა სამოქალაქო საზოგადოებამ, ჩავრთეთ წამზომი, რომელიც უკუთვლას 2020 წლის პროპორციულ არჩევნებზე დაასრულებს.

 ჩვენ, მოძრაობა „ქვეყნის სამსახურში“, აქ შეკრებილი საზოგადოება, ადამიანები, რომლებიც გვიყურებენ და შორიდან გვიჭერენ მხარს, ვაცხადებთ, რომ ჩვენი მიზანია მშვიდობიანად დავასრულოთ მტერთან კოლაბორაციაში მხილებული ბიძინა ივანიშვილის ერთპიროვნული მმართველობა.

 ჩვენი სამოქალაქო მოძრაობა ერთიანდება ცივილიზებული სამყაროს ღირებულებების გარშემო, რაც ნიშნავს დემოკრატიულ, თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრებას, სადაც მთავრობა ანგარიშვალდებულია საზოგადოებასთან, სადაც სასამართლო სისტემა თავისუფალია პოლიტიკური გავლენებისგან, სადაც საკანონმდებლო ორგანო ემსახურება მოქალაქეების საუკეთესო ინტერესს.

 ჩვენ ვერთიანდებით რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ და მიგვაჩნია, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს უალტერნატივო მომავალია, ისევე, როგორც ევროატლანტიკური სივრცისთვის – საქართველოა უალტერნატივო.

ჩვენი უპირველესი ამოცანაა დავიცვათ ჩვენი მოძრაობისა და ქართველი ხალხის ისტორიული მონაპოვარი – პროპორციული არჩევნები და საბოლოო გამარჯვებისთვის:

 შევქმნით და გავაძლიერებთ აქტივისტთა მობილურ ჯგუფებს თბილისსა და რეგიონებში, რომლებიც მოსვენებას არ მისცემს ივანიშვილის მსახურებს!

 იურიდიულ მხარდაჭერას გავუწევთ გავრილოვის ღამის დაკავებულებსა და დაზარალებულებს!

 შევქმნით სწრაფი რეაგირების იურიდიულ ჯგუფს, რომელიც ოპერატიულ კონსულტაციას გაუწევს მოძრაობის აქტივისტებს!

 შევქმნით ახალ მედიაპლატფორმებს, რომელიც დაამარცხებს ბიძინა ივანიშვილის პროპაგანდისტულ მედიას!

 შევქმნით ელფების არმიას, რომელიც დაამარცხებს ივანიშვილის ტროლებს!

 ჩვენ ვაწარმოებთ ფართომასშტაბიან კამპანიას იმისათვის, რათა 2020 წელს მოქალაქეთა კრიტიკულმა უმრავლესობამ გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი!

ჩვენ დავამარცხებთ ივანიშვილს საერთაშორისო არენაზე! ჩვენ დავამარცხებთ ივანიშვილს საქართველოში! ჩვენ დავამარცხებთ რუსეთს საქართველოში! ჩვენ არასოდეს დავანებებთ ჩვენ ქვეყანას არც იმ, არც სხვა ერთის ნებას და ჩვენ არასოდეს, არასოდეს დავნებდებით!





Губернаторы России
Москва

Собянин рассказал о волонтерском движении Москвы





Москва

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: Соцфонд выдал проактивно 3,2 млн сертификатов на материнский капитал


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин рассказал о планах развития Мнёвниковской поймы



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Сергей Брановицкий

Пиар Менеджер для Артистов, Музыкантов, Композиторов, Актеров, Поэтов, Писателей, Моделей, Дизайнеров, людей любых творческих профессий и брендов!




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Альбина Мухаметзянова на ПМЭФ объявила о выходе сериала «Команда МАТЧ» в Казахстане

Спортсменки из Пскова привезли два «серебра» с соревнований по джампинг-фитнесу в Москве

"Евро-Футбол.Ру": "Спартак" летом хочет приобрести вингера


Александр Зверев

Алькарас стал победителем "Ролан Гаррос", обыграв в финале Зверева



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Спортсменки из Пскова привезли два «серебра» с соревнований по джампинг-фитнесу в Москве



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России