Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Сентябрь
2019

20-21 ივნისის საქმეზე ბრალდებულ სპეცრაზმელს პატიმრობა 10 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალეს

0
20-21 ივნისის საქმეზე ბრალდებულ სპეცრაზმელს პატიმრობა 10 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალეს

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს, ლევან იმერლიშვილს, რომელიც 20-21 ივნისის საქმეზე არის ბრალდებული, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ნაჭყებიამ 10 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა, - ამის შესახებ რადიო თავისუფლებას იმერლიშვილის ადვოკატმა ანა კოტეტიშვილმა უთხრა. აღნიშნული ინფორმაცია დაგვიდასტურეს საქართველოს პროკურატურაში.

როგორც ბრალდებულის ინტერესების დამცველი განმარტავს, დაცვის მხარემ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მოითხოვა აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის შეცვლა ახალი გარემოების საფუძველზე.

„ახალი გარემოება იყო ის, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე მძიმეა. შესაბამისად, საჭიროებს პენიტენციური დაწესებულების გარეთ მკურნალობას, სათანადო გარემოში“, - გვითხრა ანა კოტეტიშვილმა.

ადვოკატი გირაოს თანხად 5000 ლარის განსაზღვრას მოითხოვდა, თუმცა სასამართლომ 10 000 დაადგინა. ამასთან, იმერლიშვილს პირადობის მოწმობა და პასპორტი ჩამოართვეს.

ლევან იმერლიშვილი 15 ივლისს დააკავეს. მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით ან იარაღის გამოყენებით.

იმერლიშვილის დაკავებისას პროკურატურამ, 20-21 ივნისის ღამეს, სავარაუდოდ, მისი მოქმედების ამსახველი ვიდეომასალა გაავრცელა.

23 სექტემბერს კი თბილისის საქალაქო სასამართლოში პატიმრობაში დატოვა 20-21 ივნისის აქციის მონაწილე ლევან ჯიქური. მას ბრალად ედება პარლამენტთან მიმდინარე მიტინგის დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა.

დაცვის მხარე პატიმრობის 5000-ლარიანი გირაოთი შეცვლას ჯიქურის ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით მოითხოვდა.  

ჯიქურმა სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, რომ პატიმრობისას არ ეძლევა ჯანმრთელობის სერვისების გამოყენების საშუალება და ერთადერთი პრეპარატი, რომელსაც ციხეში იღებს, „ძილის წამლებია“, შესაბამისად, არ შეუძლია ჯანმრთელობის გაუარესების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა.

ლევან ჯიქური 20 ივნისის ღამის შემდეგ მკურნალობდა ღუდუშაურის საავადმყოფოში. სასამართლო პროცესების დასაწყისში ის ეტლის გარეშე, თავისით გადაადგილდებოდა, ბოლო სხდომებს კი ეტლში მჯდომი ესწრება.





Губернаторы России
Москва

Собянин рассказал, как москвичи исполняют заветные мечты детей-сирот





Москва

Студия Звукозаписи в Москве. Создание Песен, Музыки, Аранжировок.


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Сергей Собянин: Центральной детской библиотеке имени Гайдара — 90 лет



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Валерий Гергиев

Гергиев с артистами Мариинского и Большого театров продолжат фестиваль «Гений места»




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Первое историческое ралли в Москве 2 июня 2024

В Москве презентовали медали и экипировку VIII игр «Дети Азии»

Ролан Гаррос. Расписание 2 июня. Потапова и Швентек сыграют первым запуском, Синнер – последним


Даниил Медведев

Медведев вышел в 1/8 финала «Ролан Гаррос» — 2024



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Стали известны все участники РПЛ сезона-2024/2025



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России