გადადგომა გადაწყვიტა უკრაინის უშიშროების და თავდაცვის საბჭოს მდივანმა
![გადადგომა გადაწყვიტა უკრაინის უშიშროების და თავდაცვის საბჭოს მდივანმა](https://gdb.rferl.org/C67DE798-BFF0-4E33-A254-ECCF1F0ED6D0_w800_h450.jpg)
უკრაინის უშიშროების მაღალი რანგის ოფიციალურმა პირმა თავისი გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა სანამ ამ ქვეყნის პრეზიდენტი, ვლადიმრ ზელენსკი დაიწყებდა თავის ვიზიტს აშშ-ში, განაცხადა პრეზიდენტის ოფისმა.
„ვადასტურებ ცნობას ჩემი გადადგომის შესახებ“ - განაცხადა ფეისბუკის გზით ალექსანდრ დანილიუკმა, სახელმწიფო უშიშროების და თავდაცვის საბჭოს მდივანმა.
დანილიუკი თანამდებობაზე დაინიშნა ზელენსკის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, მაისში. მიზეზი გადაგომისა მას არ დაუსახელებია, წერს მხოლოდ, რომ პრეზიდენტის მიერ გადადგომის მიღებამდე ის თანამდებობაზე რჩება.
დანილიუკის მოულოდნელი გადადგომა შეიძლება გამოიწვია ზელენსკის ყოყმანმა, კავშირი გაეწყვიტა გავლენიან მაგნატთან, იგორ კოლომოისკისთან და მკაფიო პოზიცია ჰქონებოდა ქვეყნის უდიდესი ბანკის „პრივატბანკის“ ბედის გარშემო, იტყობინება AFP.
დანილიუკი ფინანსთან მინისტრი იყო პეტრო პოროშენკოს პრეზიდენტობის დროს და ზედამხედველობას უწევდა ქვეყნის უდიდესი კრედიტორის პრივატიზებას 2016 წელს.
დანილიუკის გადადგომის ფონია აშშ-ის პრეზიდენტის და ვლადიმირ ზელენსკის ივლისის სატელეფონო საუბრის გამო სკანდალი.
ამ საუბრისას ტრამპმა სთხოვა ზელენსკის, გამოძიება დაეწყო აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მისი ვაჟის გამო. ჯო ბაიდენი აშშ-ის მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლო კანდიდატი და ტრამპის მთავარი მეტოქე იქნება. ბაიდენის ვაჟი უკრაინის ენერგოკომპანიში მუშაობდა.
აშშ-ის დემოკრატები ფიქრობენ, რომ ტრამპმა ზეწოლა მოახდინა ზელენსკიზე, როცა ბაიდენის საქმის გამოძიება თხოვა.