მე-9 სართულიდან 16 წლის ბიჭის გადმოვარდნის საქმეზე 6 პირია დაკავებული - შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს, რომ 6 პირი დააკავეს ვარკეთილში, საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულიდან 16 წლის ბიჭის გადმოვარდნის საქმეზე. შემთხვევა 23 სექტემბერს მოხდა.
თავდაპირველად გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანის) დაიწყო. მოგვიანებით კი გამოძიებას კიდევ ერთი, 178-ე (ძარცვის) მუხლი დაემატა.
შსს-ს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ საქმის დეტალების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას 28 სექტემბერს გეგმავენ.