Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Сентябрь
2019

შტაინმაიერის, თუ ლავროვის „ფორმულა“?

0
შტაინმაიერის, თუ ლავროვის „ფორმულა“?

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, უკრაინული მხარე დაადანაშაულა დონბასის „განსაკურებული სტატუსის“ შესახებ „შტაინმაიერის ფორმულის“ სახელით ცნობილ დოკუმენტზე დაგეგმილი ხელმოწერის ჩაშლაში, რაც, მოსკოვის თანახმად, ფაქტობრივად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს „ნორმანდიული ოთხეულის“ უმაღლესი დონის შეხვედრას, რასაც ძალიან ესწრაფოდა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.

 

 „ჩვენ ძალიან განაწყენებული და შეშფოთებული ვართ იმით, რაც „საკონტაქტო ჯგუფის“ შეხვედრაზე მოხდა. 11 სექტემბერს პარიზში საგარეო პოლიტიკურ საკითხებში მრჩევლების  შეხვედრაზე საკმაოდ საგნობრივი დისკუსია გაიმართა იმაზე, თუ კერძოდ როგორ უნდა დაეჭირა მხარი „საკონტაქტო ჯგუფს“ (კიევი, დონეცკი, ლუგანსკი, ეუთო და რუსეთი) ამ ფორმულისათვის. საბოლო ჯამში, უკლებლივ ყველა მრჩეველი დათანმხდა იმაზე, რომ „საკონტაქტო ჯგუფს“ დოკუმენტზე ხელი უნდა მოეწერა. რუსეთი მიიჩნევდა, რომ („შტაინმაიერის ფორმულაზე“) ხელმომწერებიდან რომელიმეს გამორიცხვა არ გამოვიდოდა... მაგრამ ლეონიდ კუჩმამ (უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა და „საკონტაქტო ჯგუფში“ კიევის წარმომადგენელმა) განაცხადა, რომ საერთოდ არ უნდა მასზე ხელის მოწერა, თორემ კიევში ახალი მაიდანი (ასე მოიხსენიებენ ანტისამათავრობო საპროტესტო აქციებს კიევში 2013-2104 წლების ნოემბერ-თებრვალში. რედ.) მოხდებაო“, - აცხადებს გაზეთ „კომერსანტთან“ ვრცელ ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგი ლავროვი, რომელმაც უკრაინის ამჟამინდელი ლიდერების გასაგონად დასძინა, „თუ გამუდმებით მაიდნისკენ ვიყურეთ, ეს ნიშნავს, საკუთარი ქვეყანა ხელში ჩავუგდოთ რადიკალებს, ნეონაცისტებს და სხვა ჯურის ექსტრემისტებსო“.

რას წარმოადგენს „შტაინმაიერის ფორმულა“

გერმანელი მინისტრის მიერ „ნორმანდიული ოთხეულის“ შეხვედრის მონაწილეებისათვის 2015 წელს პარიზში შეთავაზებული კომპრომისული ფორმულის თანახმად,  „განსაკუთრებული სტატუსი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ცალკეულ რაიონებში ძალაში შედის ადგილობრივი დროით 20:00 საათზე ვადამდელი არჩევნებისას, რომელიც ინიშნება და ტარდება უკრაინის კონსტიტუციისა და ასევე ზემოხსენებულ რეგიონებში ვადამდელი ადგილობრივი არჩევნების ჩატარების მარეგულირებელი, უკრაინის სპეციალური კანონის შესაბამისად“.

ამ ფორმულაში, რომელიც ჯერ კიდევ პროექტის სახით არსებობს, აღნიშნულია, რომ კანონი განსაკუთრებული სტატუსის შესახებ მხოლოდ დროებით იმოქმედებს, ვიდრე ეუთოს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ბიურო (ODIHR) არ გამაქვეყნებს არჩევნების შესახებ შემაჯამებელ მოხსენებას. ანუ განსაკუთრებული სტატუსის კანონი ძალაში შევა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეუთო აღიარებს, რომ არჩევნები დონეცკსა და ლუგანსკში ჩატარდა სტანდარტის შესაბამისად.

მაგრამ არჩევნების ჩატარებას, „მინსკის შეთანხმების“ თანახმად, წინ უნდა უძღოდეს მოკონფლიქტე მხარეების მიერ მთელი რიგი უსაფრთხოების ამოცანების შესრულება, რაც „შტაინმაიერის ფორმულაზე“ ხელმოწერამდე კიდევ ერთხელ მოითხოვა „საკონტაქტო ჯგუფში“ კიევის წარმომადგენელმა, ლეონიდ კუჩმამ, რომლის უარყოფითი პოზიცია ზემოხსენებულ ინტერვიუში სერგეი ლავროვმა „მაიდნის“  განმეორების შიშით ახსნა.

კერძოდ, საქმე ეხება ძალთა დაშორიშორებას ზოლოტოესა და პეტროვსკის რაიონებში, რასაც, უკრანული მედიის თანახმად, სწორედ რუსული მხარე ბლოკავს.

„’შტაინმაიერის ფორმულის’ რეალიზება შესაძლებელია მხოლოდ შემდეგი პუნქტების შესრულების შემთხვევაში: ცეცხლის სრული შეწყვეტა; უკრაინის მთელ ტერიტორიაზე ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ეფექტური მონიტორინგი; უკრაინის ტერიტორიიდან უცხოეთის სამხედრო პერსონალისა და ტექნიკის გაყვანა; ძალებისა და საშუალებების დაშორიშორება დაპირისპირების მთელი ხაზის გასწვრივ; უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობის, უკრაინული პოლიტიკური პარტიების, მედიისა და საერთაშორისო დამკვირვებლების მუშაობის უზრუნველყოფა და კონტროლის დაწესება  რუსეთ-უკრაინის უკონტროლო საზღვრის მონაკვეთზე, რასაც მინსკის შეთანხმება და ასევე უკრაინისა და საერთაშორისო კანონმდებლობა ითვალისწინებს“, - განაცხადა დარია ოლიფერმა, „საკონტაქტო ჯგუფში“ უკრაინის წარმომადგენლის, ლეონიდ კუჩმას, პრესმდივანმა.

მაგრამ უკრაინის ხელისუფლებაში, მართლაც, გარკვეული წინააღმდეგობაა. როგორც უკრაინის მედია იუწყებოდა ჯერ კიდევ 2 სექტემბერს, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვადიმ პრისტაიკომ თანხმობა მისცა კიევის წარმომადგენლებს „საკონტაქტო ჯგუფში“, რომ 19 სექტემბრის შეხვედრაზე მინსკში ხელი მოეწერა „შტაინმაიერის ფორმულაზე“.

"შევთანხმდით „შტაინმაიერის ფორმულაზე“ მრჩევლების 2 სექტემბრის შეხვედრაზე და შემიძლია გითხრათ, რაზე მივეცი თანხმობა: საგანგებო სტატუსის შესახებ შეთანხმება დროებით ფორმატში ძალაში შევიდეს არჩევნების მომენტისთვის, საბოლოოდ კი - ეუთოს სადამკვირვებლო ჯგუფის გადაწყვეტილების შემდეგ“, - აღნიშნა პრისტაიკომ.

მაგრამ კიევის მზადყოფნას ხელი მოეწერა „შტაინმაიერის ფორმულისათვის“, ცხარე და უკრაინის ხელისუფლებისათვის არახელსაყრელი დისკუსიები მოჰყვა უკრაინის პოლიტიკურ და საექსპერტო წრეებში. 

პეტრო პოროშენკოს მოულოდნელი განცხადება

 ამ დისკუსიაში მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა  ერთ-ერთი უკრაინული ტელეარხისათვის უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს, ინტერვიუ, რომელშიც უკრაინის ყოფილმა ლიდერმა განაცხადა, რომ არ არსებობს შეთანხმებული „შტაინმაიერის ფორმულა“ და დოკუმენტი, რომელიც ამ სახელწოდებით არის ცნობილი, პოროშენკოს მტკიცებით, სინამდვილეში არის სერგეი ლავროვის მიერ შედგენილი.

„მე ახლა პირველად მოვყვები ბერლინში პუტინს, მერკელს, საფრანგეთის პრეზიდენტსა და თქვენს მონა-მორჩილს შორის გამართული ბოლო შეხვედრის შესახებ. მაშინ პუტინმა მითხრა, „ჩვენ გვაქვს „შტაინმაიერის ფორმულა“, დაწერილი ლავროვის მიერო“. 

მე ვეუბნები: „მაპატიეთ, მაგრამ აგერაა ორი - საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების - წერილი, რომელშიც ისინი ამბობენ, რომ ეს არის „შტაინმაიერის ფორმულა“. გთხოვთ, იხილოთ“.

ის, პუტინი, იღებს ფორმას, კითხულობს და მეუბნება: „არა, ეს სულაც არ არის ის. „შტაინმაიერის ფორმულა“ ჩვენთან ლავროვმა დაწერაო“, - განაცხადა ჟურნალისტთან საუბარში პეტრო პოროშენკომ, რომელმაც  უკრაინის ხელისუფლებას ოკუპირებული ლუგანსკისა და დონეცკისათვის „განსაკუთრებული სტატუსის“ პირობების  შესახებ მოლაპარაკებებში მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდა.

„ჩვენ დაინტერესებული ვართ მშვიდობით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკრაინის სუვერენიტეტის აღდგენით, მაგრამ არა პირიქით - ჩვენ არ ვართ დაინტერესებული იმით, რომ ეს (დონეცკი და ლუგანსკი) გადაიქცეს რუსეთის ანკლავად, ხოლო მოსკოვი თავისი შეიარაღებული ძალების წარმომადგენელთა იარაღის ქვეშ განსაზღვრავდეს, თუ ვინ უნდა აირჩიონ ამ არჩევნებში“, - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

უკრაინის ყოფილი ლიდერის ამ მოულოდნელმა განცხადებამ და „შტაინმაიერის ფორმულის“ ავტორად მისმა გამოცხადებამ ძალიან გააღიზიანა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, რომელმაც „კომერსანტთან“ ინტერვიუში პოროშენკოს სიტყვებს „პირდაპირი ტყუილი“ უწოდა და უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი „სისულელეების ლაპარაკში“ დაადანაშაულა.

2 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ „შტაინმაიერის ფორმულა“ განიხილება „ნორმანდიული ოთხეულის“ ქვეყნების ლიდერთა მომავალ შეხვედრაზე.

13 სექტემბერს საგარეო საქმეთა მინისტრმა ვადიმ პრისტაიკომ განაცხადა, რომ უკრაინა ვარაუდობს ერთიანი მუნიციპალური არჩევნების გამართვას მთელი ქვეყნის, მათ შორის ოკუპირებულ, ტერიტორიაზე. პრეზიდენტმა ზელენსკიმ მაშინვე დაამატა, რომ ადგილობრივი არჩევნები დონბასში შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ უკრაინული კანონმდებლობით და მას შემდეგ, რაც ტერიტორიას დატოვებენ რუსეთის ჯარები.

19 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტის ოფისთან გაიმართა მიტინგი, მოწოდებით, რომ ხელისუფლება არ დაეთანხმოს მინსკის შეთანხმების იმპლიმენტაციას „შტაინმაიერის ფორმულით“.

21 სექტემბერს ზელენსკის თანაშემწემ, ანდრეი ერმაკმა, განაცხადა, რომ დონბასში ვითარების დარეგულირების შესახებ ‘შტაინმაიერის ფორმულა“ საფუძვლად დაედება იმ კანონპროექტს, რომელსაც საჯარო განხილვაზე გამოიტანენ.





Губернаторы России
Москва

Собянин рассказал о волонтерском движении Москвы





Москва

Захарова: армянам - нота, апшеронцам – «да»


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин рассказал о волонтерском движении Москвы



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Юрий Башмет

Юрий Башмет, Константин Хабенский и Ольга Литвинова выступили на главной сцене в Михайловском




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

"Евро-Футбол.Ру": "Спартак" летом купит форварда только в случае ухода Соболева

Турнир по рукопашному бою в Солнечногорске собрал 250 спортсменов

На Играх стран БРИКС выступят выпускники амурских спортшкол


Ролан Гаррос

Испанец Алькарас выиграл Открытый чемпионат Франции по теннису



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Арцах

«Виртуальный Западный Азербайджан» - кладезь фальсификаций



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России