Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Ноябрь
2019

ახალი Toyota C-HR – ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანი თანამედროვე მომხმარებლისთვის

0

„ტოიოტა ცენტრმა თეგეტამ“ მომხმარებლებს ახალი Toyota C-HR წარუდგინა, C-HR-ის ისტორია 2014 წლის პარიზის ავტოგამოფენიდან იწყება, სადაც ამ ავტომობილის პირველმა კონცეპტუალურმა მოდელმა უაღრესად დადებითი გამოხმაურება დაიმსახურა. სწორედ ამან განაპირობა ის, რომ უკვე 2 წელიწადში ამ მოდელის სერიული წარმოება დაიწყო, თანაც ისე, რომ ქარხნული ვერსია თავდაპირველი კონცეპტისგან დიდად არ შეცვლილა. ამ მოდელით „ტოიოტამ“ ახალი სიტყვა თქვა ავტოდიზაინის სფეროში, რაზეც ავტომობილის სახელიც მიუთითებს – C-HR, ანუ Coupe High Rider, რაც  ნიშნავს, რომ ავტომობილის დიზაინი შეიცავს როგორც კუპეს, ისე ქროსოვერის ელემენტებს. მანქანის ძარის ქვედა ნაწილი წარმოადგენს ქროსოვერს, ხოლო სახურავით თუ ვიმსჯელებთ, ეს მოდელი ცალსახად კუპეა. გარდა ამისა, უკანა კარის ორიგინალურად განლაგებული სახელურები ისეთ შთაბეჭდილებას გიქმნით, თითქოს ამ მოდელს 2 კარი აქვს.

ავტომობილზე მუშაობისას იაპონელი დიზაინერების მთავარი ინსპირაცია იყო ბრილიანტი. სწორედ ამიტომ შეინიშნება ბრილიანტის სილუეტი როგორც ავტომობილის ექსტერიერში, ისე ინტერიერში. ბრილიანტის წახნაგოვანი ფორმები ავტომობილს აგრესიულ და სპორტულ იერს აძლევს. C-HR-ის ექსტერიერის კიდევ ერთი თვალშისაცემი დეტალი მისი დახვეწილი წინა LED DRL ფარებია.

იაპონელებმა განსაკუთრებული მონდომებით იმუშავეს ავტომობილის ინტერიერზე. მაჩვენებელთა დაფა, მულტიმედიის ეკრანი და დამატებითი ღილაკები თავისი განლაგებით მძღოლისკენაა ორიენტირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ შეგიძლიათ, ყველა ზემონახსენები ფუნქცია ისე გამოიყენოთ, რომ მაქსიმალურად კონცენტრირებული დარჩეთ ავტომობილის მართვაზე. ამას ემატება თანამედროვე სპორტული სავარძლები, რომლებიც ნებისმიერ სიჩქარეზე თქვენი კომფორტული გადაადგილების გარანტია. გარდა ინტერიერის პრაქტიკული უპირატესობებისა, C-HR-ის სალონში ნახავთ ისეთ დახვეწილ ვიზუალურ დეტალებს, როგორებიცაა ლურჯი კანტი ინსტრუმენტების პანელის მთელ გაყოლებაზე, LED-განათებები და ბრილიანტის ფორმის ჭრილები.

„ტოიოტას“ მარკის ნებისმიერი ავტომობილისთვის დამახასიათებელი ღირსებებია: ქალაქის პირობებისთვის საჭირო კომპაქტურობა, თითოეული თქვენგანისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიურობა, სრული ამძრაობის უაღრესად ჭკვიანური სისტემა და ულტრათანამედროვე ტექნიკა, თუმცა ეს არასრული ჩამონათვალია იმ არგუმენტებისა, რის გამოც ახალი Toyota C-HR ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია თანამედროვე მომხმარებლისთვის.

ახალი C-HR აერთიანებს 10-მდე კომპლექტაციას, სამი სხვადასხვა ძრავითა და მახასიათებლებით, ასევე უამრავ ფერს, რაც გულისხმობს, რომ ეს მოდელი ნებისმიერი გემოვნების ადამიანისთვისაა შექმნილი. თუმცა, თუ რომელიმე თქვენგანს ცოტათი განსხვავებული გემოვნება აქვს, ამ კუთხითაც გამორჩეულია C-HR და გვაძლევს საშუალებას, შევქმნათ კონკრეტულად თქვენზე მორგებული, ექსკლუზიური დიზაინის მოდელი, როგორებიცაა: C-HR ჩერი ან C-HR ლაიმი.

Toyota C-HR წარმოდგენილია როგორც ბენზინის, ისე ჰიბრიდული ძრავით. თუ თქვენ არჩევანს შეაჩერებთ ჰიბრიდული ძრავის Toyota C-HR-ზე, „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ „მწვანე ბარათს“ გადმოგცემთ, რომლის მეშვეობითაც თქვენ გახდებით ტოიოტას „მწვანე გზის კლუბის“ წევრი, რაც გულისხმობს, რომ ყოველ გავლილ 2 000 კმ-ზე, „აჯამეთის“ ტყე-პარკში თქვენს სახელზე დაირგვება ასწლოვანი მუხა, რომელიც გადაშენების პირასაა. ასევე, გადმოგეცემათ გამწვანების ვაუჩერი, რომლის საშუალებითაც შეძლებთ სახლის ან ეზოს გასამწვანებლად შეარჩიოთ სასურველი მცენარე. შემოუერთდით „ტოიოტა თეგეტას“ CSR კამპანიას და ერთად ვიზრუნოთ გარემოზე.





Губернаторы России
Москва

Собянин рассказал о волонтерском движении Москвы





Москва

"СВЯТОЙ ЛЕНИН: сенсация о прогнозах направит Америку и Европу творить добро?!


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин рассказал о развитии Москвы на ПМЭФ   



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Баста

Баста поругался с гаишниками после выступления в Красноярске




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Прославленный вратарь Икер Касильяс присоединился к кампании Hisense «Ставшие легендой» в поддержку УЕФА ЕВРО 2024™

На Играх стран БРИКС выступят выпускники амурских спортшкол

Турнир по рукопашному бою в Солнечногорске собрал 250 спортсменов


ATP

Итальянский теннисист Янник Синнер впервые возглавил рейтинг ATP



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Парадоксы двойного стандарта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России