Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Ноябрь
2019

მიტროპოლიტი ზოსიმე სექსუალური შევიწროების ბრალდებაზე: მაშინ ეკლესიამ განსაჯა ეს საკითხი

0
მიტროპოლიტი ზოსიმე სექსუალური შევიწროების ბრალდებაზე: მაშინ ეკლესიამ განსაჯა ეს საკითხი

წილკნისა და დუშეთის ეპარქიის მიტროპოლიტმა, სასულიერო სემინარიის ყოფილმა რექტორმა ზოსიმემ (შიოშვილმა) დუშეთის საკათედრო ტაძარში სასულიერო სემინარიის ყოფილი სტუდენტების ბრალდებების შესახებ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. მისი თქმით, პატრიარქის მონაწილეობით ეს ფაქტი შეაფასეს.

„მაშინ ეკლესიამ განსაჯა ეს საკითხი. მე მახსოვს უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, ეს არ მოხდა მარტო პატრიარქით, ეს იყო მთელი პედსაბჭო. მთელი შემადგენლობა აკადემიისა და სემინარიისა შეიკრიბა პატრიარქის რეზიდენციაში. ეს განიხილეს და ერთხმად მიიღეს ასეთი შეფასება: სემინარიისა და ეკლესიის წინააღმდეგ გამოსვლა“, - ამბობს მიტროპოლიტი ზოსიმე.

შეკითხვაზე, მოითხოვეს თუ არა სტუდენტებმა მისი გადადგომა, მიტროპოლიტი პასუხობს: „როგორ არ იყო, ეს სწორედაც იმათი დაჟინებული მოთხოვნით და ძალიან დაჟინებული, მე არც მინდა ამის გახსენება. წარმოიდგინეთ, სტუდენტები რომ შევარდებიან რექტორის კაბინეტში და ისეთი შფოთი და დაძაბულობა შეიქმნა, რომ... ვფიქრობდი, როგორმე ჩამეცხრო ეს დაძაბულობა. ვუთხარი, დამშვიდდით, შვილო, დაწყნარდით და ეს ასე იქნება“.

მიტროპოლიტ ზოსიმესთვის ცნობილია წერილი, რომელიც მღვდელ გიორგი სხილაძის თქმით, სემინარიის სტუდენტმა 1988 წელს დაწერა.

„შევძრწუნდი, ისეთი რაღაც მოვისმინე ამ წერილის... ესენი მოქმედებენ რაღაც ძალების წაქეზებით“, - თქვა მიტროპოლიტმა ზოსიმემ.

შეკითხვაზე, რას გთხოვდნენ სტუდენტები, რატომ უნდა დაგეწერათ გადადგომის გადაწყვეტილება?

„იცით რა, ესენი სხვა სულის ხალხი იყო, ამათ ეკლესიის მორჩილება კი არა, ეკლესიის დამორჩილება სურდათ, იმ ხალხს, ვინც ამათ უკან იდგა.

მე ამ ხალხის უკან ვინ იდგა, არ ვიცი. საერო პირს არ დავასახელებ, მაგრამ სასულიერო იყო - ყოფილი მღვდელმთავარი ქრისტეფორე წამალაიძე. ის ადრევე დაუპირისპირდა ეკლესიას. ესენი იმის ხალხია. მე თავიდანვე შევამჩნიე ეს უცხო სული“, - ამბობს ეპარქიის ხელმძღვანელი.

შეკითხვაზე, სმენია თუ არა შემთხვევების შესახებ, როდესაც [სექსუალური ძალადობის გამო] ვინმე დასჯილა ეკლესიაში?

მიტროპოლიტი ზოსიმე ამბობს: „არ ვიცი, მე მგონია, კი. კარგა ხანია, აქეთ, მორიდებით ვარ და იქ, ცენტრში თვალი ვერ მივადევნე რა ხდება. რაღაც მსმენია, რომ არის. რეაგირება ხდება, იცით. უწმინდესი არის ძალიან მოწყალე, ლმობიერია. ცდილობს გადარჩენას ადამიანისას. დასჯა არ არის გამოსავალი, მთავარია, გადაარჩინო ის [ადამიანი]. მაცხოვარიც ამისთვის მოვიდა, ცოდვილთა გადასარჩენად. დასასჯელად კი არა, გადასარჩენად. რაღაც უწმინდესი ამაში ემსგავსება ჩვენს უფალს“.

მღვდელმა გიორგი სხილაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ 1988 წელს, სემინარიის მაშინდელმა რექტორმა ზოსიმე შიოშვილმა სექსუალურად შეავიწროვა თბილისის სასულიერო სემინარია-აკადემიის სტუდენტი.





Губернаторы России
Москва

Собянин: Парковка на улицах Москвы в День России будет бесплатной





Москва

Армянские ковры Арцаха (Карабаха) с уникальным орнаментом представлены как «генетический код» Азербайджана - сайт monumentwatch


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: Более 220 единиц новой медицинской техники начали использовать в Москве



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Концерт

Создание Афиши Выступления или Концерта, Мероприятия, События.




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Зампредседателя Совета министров РСФСР Валерий Сайкин умер на 87-м году жизни

Турниры, проходящие при содействии Федерации шахмат г. Ростова-на-Дону

Что можно отметить в этот день


Андрей Ольховский

Экс-теннисист Ольховский: Рублев не успел набрать форму на "Ролан Гаррос"



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Арцах

Глава Следкома России Александр Бастрыкин вступился за полицейского, которого выживают из МВД за случайное уbийство азербайджанца



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России