საოკუპაციო ძალების მძიმე სამშენებლო ტექნიკა ხურვალეთში
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ძალების მძიმე ტექნიკა ორი დღის წინ შეამჩნიეს. ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფრის ხელმძღვანელი ლუდა სალია თავშესაფრის აივნიდან ხედავდა, მოპირდაპირე მთაზე როგორ თხრიდა ტრაქტორი და როგორ მოძრაობდნენ სატვირთო მანქანები.