Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Ноябрь
2019

მეუფე ზოსიმე მის მიმართ ბრალდებებზე: ეს არ ხდება შემთხვევით

0
მეუფე ზოსიმე მის მიმართ ბრალდებებზე: ეს არ ხდება შემთხვევით

მეუფე ზოსიმე შიოშვილი ტყუილს უწოდებს 31 წლის წინ სტუდენტის სექსუალურად შევიწროების ბრალდებას და მის ავტორებს ეკლესიის მოწინააღმდეგეებს უწოდებს.

წილკნისა და დუშეთის მთავარეპისკოპოსი ზოსიმე ამბობს, რომ სტუდენტები - რომლებიც ბრალდებას უყენებდნენ - სემინარიის ნაცვლად მიტინგებზე დადიოდნენ. მისივე თქმით, როგორც რექტორი, ვალდებული იყო მათთვის მეცადინეობებზე დასწრება მოეთხოვა, რამაც დაძაბულება გამოიწვია.

საფრანგეთში მოღვაწე მოძღვარი გიორგი სხილაძე სასულიერო სემინარიის მაშინდელ რექტორს, მეუფე ზოსიმე შიოშვილს ადანაშაულებს 1988 წელს სემინარიის სტუდენტ კ.კ.-ს სექსუალურად შევიწროებაში. სხილაძე - რომელიც იმ პერიოდში თავად სტუდენტი და კ.კ-ს მეგობარი - აცხადებს, რომ:

წლებია ყვება ამ შემთხვევის შესახებ;

მაშინ ინფორმაცია მიაწოდეს ზვიად გამსახურდიას;

სტუდენტებმა რექტორის სემინარიიდან გაშვებას მიაღწიეს;

ილია მეორე მფარველობს ჰომოსექსუალებს ეკლესიაში.

ასევე, “ტაბულამ” გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც - გამოცემის მტკიცებით - მეუფე ზოსიმეს შესაძლო მსხვერპლი დეტალურად აღწერს მიტროპოლიტის მხრიდან შევიწროებას. “ტაბულას” ინფორმაციით, კ.კ-მ წერილი 1988 წელს დაწერა და მაშინდელ მარგველ ეპისკოპოს ქრისტეფორე წამალაიძეს გაუგზავნა.

მის მიმართ ბრალდებებსა და ეკლესიაში მიმდინარე პროცესების შესახებ კითხვებს მეუფე ზოსიმემ 6 ნოემბერს სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე უპასუხა.

 

- ბრალდების წერილის ავტორს თუ იცნობდით?

ამ სამიდან ერთ-ერთი იქნებოდა... მე რამდენადაც მითხრეს სინანულიც კი დაუფლებია [ავტორს]. მან განაცხადა, რომ ეს მან წაქეზებითა და სხვების მითითებით გააკეთა. 

- თქვენი გადაწყვეტილება იყო სემინარიიდან წასვლა? 

მე არ წავსულვარ სემინარიიდან. არც უწმინდესს არ გავუთავისუფლებივარ. ეს ჩემი ნებით მოხდა მოგვიანებით. 1988 წელს, ჩვენ გავხსენით ჩვენს ეპარქიაში პირველი ეკლესია. მიხედვა სჭირდებოდა იმას. სასულიერო სკოლამ ისე დამტვირთა, რომ წიგნზე მუშაობის დროც კი არ მქონდა. ჩემს თავზე მუშაობის დრო აღარ მქონდა. 

- ანუ სტუდენტების ბრალდებები არაფერ შუაშია? [კ.კ.-ს მეგობარ] თეიმურაზ ნიქაბაძეს არ მოუთხოვია თქვენთვის, რომ დაგეწერათ გადადგომაზე განცხადება?

როგორ არ იყო. არც მინდა გახსენება, წარმოიდგინეთ სტუდენტები რომ შევარდებიან რექტორის კაბინეტში. ისეთი დაძაბულობა შეიქმნა იქ, რომ ვეცადე ეს დაძაბულობა როგორმე ჩამეცხრო. ვუთხარი, ისედაც ვაპირებდი [გადადგომას]. ვითარების განსამუხტად [დავწერე განცხადება]. 

- თქვენს კაბინეტში შეხვედრა შეგიძლიათ გაიხსენოთ? რას გთხოვდნენ ისინი, რატომ უნდა დაგეწერათ განცხადება წასვლაზე?

ეს სხვა სულის ხალხი იყო. ამათ ეკლესიის მორჩილება კი არა, ეკლესიის დამორჩილება სურდათ მათ, ვინც ამ სტუდენტების უკან იდგა. 

- ვინ იდგა ამ ხალხის უკან? ზვიად გამსახურდიას გულისხმობთ?

მე ამ ხალხის უკან ზუსტად ვინ იდგა ვერ გეტყვით. ერთ-ერთი, სასულიერო პირი რომ იყო [ქრისტეფორე] წამალაიძე, ის ადრევე დაუპირისპირდა ეკლესიას. ეს იმის ხალხია. 

- ყოფილი სტუდენტი ამბობს, რომ მათ უთხრეს ეროვნული მოძრაობის მაშინდელ ლიდერს, ზვიად გამსახურდიას [თქვენს მიერ სტუდენტის სექსუალურად შევიწროების თაობაზე] და ის იყო მოსული სემინარიაში. თქვენ ადასტურებთ ამას?

მე მითხრეს, რომ მოსული არის გამსახურდია. როცა მე გავედი გარეთ, უკვე ჩოჩქოლი დავინახე. მე მასთან ახლოს არ მივსულვარ. 

- თავისით მოვიდა გამსახურდია? ყოფილი სტუდენტები ამბობენ, რომ გამსახურდიას დაურეკეს - და ზუსტად არ ახსოვს საიდან - ან საპატრიარქოდან, ან სემინარიიდანო. 

არ ვიცი თავისი ნებით მოვიდა, თუ ვინმემ გააგებინა. ერთია, რომ მისი იქ მოსვლით ჩოჩქოლი და შფოთი შეიქმნა. 

- ყოფილი სასულიერო პირი, შიო ავალიშვილი წერილში პირდაპირ მიუთითებდა კონკრეტული მღვდლების ჰომოსექსუალობაზე. სინოდზე განხილულა ეს საკითხი?

მეუფე შიო ერთ-ერთი ძლიერი მღვდელმთავარი იყო საქართველოს ეკლესიისა, მაგრამ მგონია, რომ შეცდომაში შეიყვანეს… არ იყო ცუდი კაცი. 

- თუმცა მისი თანამოაზრე იყო ქრისტეფორე წამალაიძე, რომელზეც თქვენ ამბობთ, რომ ეკლესიის წინააღმდეგ მოქმედებდა.

მეუფე შიო მეტად მართლმადიდებელი იყო. ქრისტეფორეს უფრო პროტესტანტული სული ჰქონდა… ის ხშირად ვერ ეგუებოდა მართლმადიდებლურ წესებსა და კანონს.

- თუმცა თანამოაზრეები იყვნენზოგიერთი სასულიერო პირის ჰომოსექსუალობასთან დაკავშირებით. ეს საკითხები განხილულა სინოდის სხდომებზე?

მე ძველ სხდომებს არ დავსწრებივარ, მაგრამ მე ვიცი, რომ განიხილეს. 

- თუ გსმენიათ შემთხვევებზე, როცა ვინმე დაისაჯა ეკლესიაში სექსუალური ძალადობის გამო?

არის ხოლმე, კი. უწმინდესი არის ძალიან მოწყალე, ლმობიერი და ცდილობს ადამიანის გადარჩენას. დასჯა არ არის გამოსავალი, მთვარია გადავარჩინოთ… მაცხოვარიც ამისთვის მოვიდა, ცოდვილთა გადასარჩენად და არა განსასჯელად. უწმინდესიც ამაში ემსგავსება უფალს. 

- რატომ გამოჩნდა თქვენ მიმართ ბრალდება ახლა?

რატომ აქამდე არ იყო და მხოლოდ მას შემდეგ, რაც უწმინდესს წაუყენეს ის [ბრალდებები]. ეს მხოლოდ მაშინ, როცა ვიღაცებს ჰგონიათ, რომ საპატრიარქო ტახტი შერყეულია?

- ახლა ხომ არ აპირებთ გადადგომას?

არა. 31 წლის წინ, ეკლესიის მიერ უკვე გადაწყვეტილი ამბავი, ახლა გაჟღერდა. მე ასე მგონია, რომ ეს არ ხდება შემთხვევით. არ მინდა გავიხსენო ერთი მღვდელმთავრისაგან [მეუფე იაკობ იაკობაშვილი] ამას წინათ ეკლესიაში გაკეთებული განცხადებები [ხელისუფლების მცდელობა, გადაეყენებინა ილია მეორე] ჩვენ გვარწმუნებს იმაში, რომ ის ახლოსაა სიმართლესთან, რომ დღესაც არის ძალები, რომელთაც ეკლესიაში არეულობა უნდათ. ან რაღაც უფრო მეტი.

- პეტრე ცაავას მღვდელთმთავრობიდან გადაყენებას მხარი დაუჭირეთ?

მე არ მინდა სინოდის ამბები აქ გამოვიტანო. მაგრამ პირადად ჩემთვის არ უკითხავთ, რომ მეუფეო გინდათ თუ არა, რომ პეტრე გადავაყენოთ. იქ ისეთი საერთო აზრი იყო, მაგრამ ჩემთვის რომ ეკითხათ, მეუფე გინდათ თუ არა? მე ჩემი მოსაზრება მქონდა, მეუფე ისაიას კიდეც გადავულაპარაკე, რომ ეს არ არის ერთადერთი გამოსავალი და შეიძლებოდა უფრო ფრთხილი მოქმედება. კიდევ რაღაცა დრო უნდა მიგვეცა მისთვის, თუნდაც ან მონასტერი ან რაღაც, მაგრამ ასე ერთსახად? მეშინოდა არ გაბოროტდეს ეს კაცი, ამის შიში მქონდა და მერე რაღაც მსგავსიც დავინახე. არ უნდა მივიყვანოთ ადამიანი აქამდე. ადამიანს მოფრთხილება სჭირდება.

- მტკიცებულებები უნდოდა, რომ წარმოედგინა მეუფე პეტრეს სინოდის სხდომაზე, რატომ არ მოუსმინეთ?

პატრიარქის წინაშე ასეთი განცხადებების გაკეთება არ შეიძლება. ეკლესიის თავი ღვთისაგან უნდა განისაჯოს. ამ 31 წლის მანძილზე თქვენ გგონიათ ყველაფერი მოსაწონი და გასახარი იყო ჩემთვის? მაგრამ არასდროს ერთი სიტყვა არ მითქვამს, იმიტომ, რომ ის ეკლესიას განასახიერებს.





Губернаторы России
Москва

Собянин: Благодаря модернизации театры Москвы создают уникальные декорации





Москва

СОТРУДНИКИ СОБР «СТОЛИЦА» СТАЛИ ИНСТРУКТОРАМИ НА СБОРАХ ПО БЕСПАРАШЮТНОМУ ДЕСАНТИРОВАНИЮ СПЕЦНАЗОВЦЕВ РОСГВАРДИИ В ВОРОНЕЖСКОЙ ОБЛАСТИ


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: Более 220 единиц новой медицинской техники начали использовать в Москве



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Песня

В Тургиново состоялся первый концерт Всероссийского фестиваля-марафона «Песни России» Надежды Бабкиной




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Более 1 тыс человек стали участниками циркового шествия на выставке «Россия»

В Москве прошёл спортивный праздник для росгвардейцев

Что можно отметить в этот день


Александр Зверев

Зверев и Рууд не пожали друг другу руки после полуфинала «Ролан Гаррос» – из-за проблем с желудком у норвежца



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Собянин: Благодаря модернизации театры Москвы создают уникальные декорации



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России