Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Ноябрь
2019

მაყურებლები „ამირანში“ შეუშვეს, ფილმის ჩვენება დაიწყო

0
მაყურებლები „ამირანში“ შეუშვეს, ფილმის ჩვენება დაიწყო

ბოლო ინფორმაციით, კინოთეატრ "ამირანში" პოლიციის მიერ გაკეთებული დერეფნის გავლით შევიდნენ მაყურებლები, რომლებიც მანამდე ამას ვერ ახერხებდნენ. „ამირანში“ 19:30 საათისთვის იყო დაგეგმილი პრემიერა შვედურ-ქართულ-ფრანგული ფილმისა „და ჩვენ ვიცეკვეთ“. ფილმის ჩვენება "ამირანში" რამდენიმე წუთის დაგვიანებით დაიწყო. 

„ამირანში“ შესვლა გაუჭირდა მაყურებელთა ნაწილს და მათ შორის იყო სამოქალაქო აქტივისტი სალომე ბარკერი. მისი თქმით, შეუძლებელი იყო კინოთეატრის ცენტრალურ შესასვლელამდე მისვლა, საიდან შესვლაც მას პოლიციამ ურჩია.   

„მე ვარ ბილეთიანი, რომელიც წრეებს არტყამს ფილარმონიას უკვე დაახლოებით 20 წუთია... პოლიცია გაყინული სახით მეუბნება - იქიდან, იქიდან შედიო ... და ახლა მოვედი იქ, საითკენაც მიმითითეს... ასე აღმომაჩინეს კონტრაქციის მხარეს ამ უსაფრთხოების დაცვის პროცესში და მართლა მაინტერესებს, ეს სამი რიგი პატრული რომ ჰყავთ ჩაყენებული, რას იცავენ? კინოთეატრის შენობას იცავენ?  მე უკვე უნდა ვიყო სეანსზე შესული და უნდა ვუყურებდე ფილმს და მე არ მიშვებენ, რომ შევიდე“, - განაცხადა სალომე ბარკერმა.

7 ნოემბერს „ამირანი“ მაყურებელს ურჩევდა, უსაფრთხოების მიზნით, კინოთეატრში სეანსის დაწყების დროზე ადრე მისულიყვნენ.

„კინოთეატრების უსაფრთხოების სამსახური აქტიურად თანამშრომლობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, რომ დაგეგმილმა ჩვენებებმა ექსცესების გარეშე ჩაიაროს. ცხადია, მაქსიმალურად ვზრუნავთ ჩვენი მაყურებლის უსაფრთხოებაზე და კომფორტზე, სწორედ ამიტომ ვთხოვთ მათ, ვინც შეიძინა „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ბილეთები, ფილმის სანახავად მოვიდნენ დაგეგმილზე ადრე, რომ მათი უსაფრთხოება და დარბაზში კუთვნილ ადგილებზე განთავსება უზრუნველვყოთ შეუფერხებლად“, - აღნიშნულია „ამირანის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რადიო თავისუფლების კორესპონდენტის თქმით, პოლიცია მოუწოდებდა აქციის მონაწილე რადიკალურად განწყობილ ჯგუფებს, გაეთავისუფლებინათ კინოთეატრის შესასვლელი და გაეტარებინათ ფილმის სანახავად მისული ადამიანები.

ფილმის ჩვენებაზე მისულ მაყურებელს წინააღმდეგობა არ შეხვდა სხვა კინოთეატრებში. როგორც "cavea"-ს კინოთეატრების ქსელის წარმომადგენელმა, მაია სიხარულიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, ფილმის ჩვენება ყველგან დროულად დაიწყო. 

რადიკალურად განწყობილი ჯგუფების წარმომადგენლები პოლიციის მოთხოვნას არ ემორჩილებოდნენ. ისინი კინოთეატრთან მყოფი პოლიციელების კორდონის გარღვევასა და შენობაში შესვლას დიდი ხნის განმავლობაში ცდილობენ. ამ ეტაპზე ვითარება შედარებით განიმუხტა.

ქართულ-შვედურ ფილმს ჰომოსექსუალობის პროპაგანდად მიიჩნევენ „ქართული მარში“ სანდრო ბრეგაძის ხელმძღვანელობით, გურამ ფალავანდიშვილის „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება“ და ბიზნესმენი ლევან ვასაძე მხარდამჭერებთან ერთად. ფილმის ჩვენების ჩაშლის ძალადობრივ გეგმას ისინი ბოლო დღეებში აქტიურად ახმოვანებდნენ.

8 ნოემბერს, დღის მეორე ნახევარში კინოთეატრ "ამირანის" მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველების მასშტაბური მობილიზაცია შეიმჩნეოდა.

ლევან აკინის ფილმის („და ჩვენ ვიცეკვეთ“) ჩვენება საქართველოში სამი დღის განმავლობაში - 8, 9 და 10 ნოემბერს გაიმართება.





Губернаторы России
Москва

Собянин посетил фестиваль "Москва – на волне. Рыбная неделя"





Москва

Преступления мигрантов с рынков азербайджанского олигарха Года Нисанова продолжают шокировать Москву


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: 1 июня начнется фестиваль «Лето в Москве. Все на улицу!»



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Концерт

Концерт группы "Пикник" состоится 1 июня в Москве




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Пассажир остановившегося в тоннеле метро поезда рассказал о происходившем в вагоне

Дептранс Москвы раскрыл детали инцидента на станции метро "Спортивная"

Для пользы тела. «Мой спортивный район» начинает летние тренировки


WTA

Пресс-служба WTA мемом отреагировала на тяжёлую победу Свёнтек над Осакой



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Новости 24 часа

Дивный новый мир цифровизации: в Москве пройдет Форум «Время цифры»



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России