„შეცვალეს“ წევრებმა პარლამენტის თავმჯდომარეს ტაშტი მიუტანეს
პარლამენტის შენობის შესასვლელთან, მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა აქცია-პერფორმანსით გააპროტესტეს, მათი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის იტალიაში, კომოს ტბაზე მოგზაურობა.
აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობასთან მიტანილ ჭურჭელში წყალი ჩაასხეს და განაცხადეს:
„მოვუწოდებთ პარლამენტის თავმჯდომარეს, ნუ დაყვება ბიძინა ივანიშვილის ნება-სურვილს და ნუ დასეირნობს კომოს ტბაზე. ქართველი ხალხი მათ აუცილებლად შეცვლის. ყველგან მივალთ, სადაც ისინი ქართველი ხალხის ფულს გაფლანგავენ. თალაკვაძეს ჩვენ აქ მოვუტანეთ ტაშტი, ჩამოდი და გააგრძელე, რაც კომოს ტბაზე ვერ დაასრულე, მოდი და იჭყუმპალავე ამ წყალში. შეიძლება, ეს წყალი არ იყოს ისეთი თბილი, როგორიც კომოს ტბაზეა, მაგრამ ისეთი ცივია, როგორი ცივი წყალიც შემოგვასხით ჩვენ 18 ნოემბერს“.