Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Январь
2020

თენგიზ ფხალაძე აშშ-ირანის მოვლენების გავლენაზე: საქართველო ყურადღებით უნდა იყოს ტერორისტული აქტების მიმართ

0
თენგიზ ფხალაძე აშშ-ირანის მოვლენების გავლენაზე: საქართველო ყურადღებით უნდა იყოს ტერორისტული აქტების მიმართ

„ამ ეტაპზე გამოვრიცხავ ფართომასშტაბიან სამხედრო კონფლიქტს აშშ-სა და ირანს შორის, თუმცა საქართველო ყურადღებით უნდა იყოს ტერორისტული აქტების მიმართ, რომლებიც, შესაძლოა, განხორციელდეს ამერიკელების მიმართ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. ერთ-ერთ ასეთ ადგილად კი, შესაძლოა, საქართველოც იყოს მიჩნეული“, - უთხრა რადიო თავსიუფლებას საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პოლიტიკის პროგრამის ხელმძღვანელმა თენგიზ ფხალაძემ.

მისი შეფასებით, სწორედ ამიტომ არის საჭირო დღეს საქართველოს მხრიდან  ანტიტერორისტული ღონისძიებების გაძლიერება.

ექსპერტი საქართველოს ხელისუფლებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს მიუხედავად თავისივე ვარაუდისა, რომ დღეს ფართომასშტაბიანი კონფლიქტი ორ ქვეყანას შორის მოსალოდნელი არ არის.

თენგიზ ფხალაძის განცხადებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავისი ქმედებით მკაფიოდ დაადასტურა ის, რომ ამერიკა ყოველთვის გასცემს პასუხს თავდასხმას, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეიძლება ამერიკელებზე განხორციელდეს და დაუსჯელს არავის დატოვებს:

„ეს ნათლად იყო გაცხადებული პენტაგონის განცხადებაში“, - უთხრა მან რადიო თავისუფლებას:

„ცხადია, ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებულ სამხედრო ოპერაციას შოკი მოჰყვა ირანში, სადაც სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული. არც ირანის ხელისუფლების მწვავე განცხადებებია გასაკვირი, თუმცა, მიუხედავად ამისა,  მე მაინც ვფიქრობ, რომ უნდა ველდოოთ არა ფართომასშტაბიან კონფლიქტს,  რომლისთვისაც დღეს ირანის ხელისუფლება მზად არ არის, არამედ საპასუხო წერტილოვან ქმედებებს. ჩემი შეფასებით, არც ამერიკა ისწრაფვის დღე კონფლიქტისკენ - ის მაქსიმალურად ცდილობს იმ კერების შემცირებას, სადაც ამერიკელი სამხედროები არიან ჩართულები. ამიტომ მე არც ჰუმანიტარული კატასტროფას და ლტოლვილების ნაკადებს არ ველი“.

თენგიზ ფხალაძე გამორიცხავს, რომ ამ ეტაპზე საქართველოს ან ერთი ან მეორე ქვეყნის სასარგებლოდ არჩევნის გაკეთება მოუწიოს და საომარ ქ,ედებებში ჩაერთოს, მაგრამ ეს ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა უნდა მოდუნდეს. პირიქით, მისი შეფასებით, საქართველომ ახლა ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა მიადევნოს ყურადღება იმას, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ერთი მხრივ, მეზობელ ირანში და მეორე მხრივ, რა ნაბიჯებს გადადგამს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატები.

აშშ-სა და ირანს შორის ბოლო დღეებში ვითარება დაიძაბა მას შემდეგ, რაც 31 დეკემბერს ერაყის დედაქალაქში საპროტესტო გამოსვლების მონაწილეები შეეცადნენ შტურმით აეღოთ საელჩოს შენობების კომპლექსი და მის ტერიტორიაზე შეჭრილიყვნენ. მას შემდეგ, რაც მოიერიშეები უშიშროების ძალებმა მოიგერიეს, ისინი საელჩოს შენობასთან დაბანაკდნენ. ოთხშაბათს დილას კვლავ ეცადნენ საელჩოს ტერიტორიაზე შეჭრას, მაგრამ ამჯერად აშშ-ის სამხედროებმა შეაჩერეს ცრემლსადენი გაზის გამოყენებით.

შეკრებილები აკრიტიკებენ აშშ-ის მიერ განხორციელებულ ავიადარტყმებს შიიტური მოძრაობა „ჰიზბოლას“ ბაზების წინააღმდეგ, რასაც 25 ადამიანი ემსხვერპლა.

3 იანვარს კი, ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებული სარაკეტო იერიშის დროს მოკლეს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ქვედანაყოფის „ყუდსის ძალების“ ლიდერი, გენერალი ყასემ სოლეიმანი.

პენტაგონის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ეს იყო ამერიკული სამხედრო ოპერაცია, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის განკარგულებით განხორციელდა. სოლეიმანი ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსსა და ირანის სამხედრო სტრუქტურებში.

სარაკეტო თავდასხმისას სოლეიმანთან ერთად მოკლულია აბუ მაჰდი ალ მუჰანდისი, შეიარაღებული დაჯგუფება სახალხო მობილიზაციის ძალების მეთაურის მოადგილე.





Губернаторы России
Москва

Собянин рассказал, как москвичи исполняют заветные мечты детей-сирот





Москва

Список самых популярных товаров нашего маркетплейса Bazosmarket


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: Проект "Давай друЖИТЬ" помогает исполнять заветные мечты детей



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Игорь Бутман

Бутман и Долина приняли участие в Akra Jazz Festival в Турции




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Ролан Гаррос. Расписание 2 июня. Потапова и Швентек сыграют первым запуском, Синнер – последним

Источник 360.ru: птенцов придавило тренажером во дворе дома в Москве

В Москве презентовали медали и экипировку VIII игр «Дети Азии»


Даниил Медведев

Медведев с трудом вышел в четвертый круг "Ролан Гаррос"



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Архангельск

Архангельская область подключается к марафону "Сила России"



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России