Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Январь
2020

აშშ-ის მიერ ირანის სარდლის მოკვლამ გლობალური შეშფოთება გამოიწვია „უფრო სახიფათო მსოფლიოს“ გამო

0
აშშ-ის მიერ ირანის სარდლის მოკვლამ გლობალური შეშფოთება გამოიწვია „უფრო სახიფათო მსოფლიოს“ გამო

აშშ-ის თავდასხმას ერაყში ირანელ სამხედრო მეთაურზე მთელ მსოფლიოში მოჰყვა შეშფოთება ირანსა და აშშ-ს შორის ხანგძლივი დაძაბლობის შესაძლებელი შედეგების გამო.

თეირანმა შურისძიებით დაიმუქრა,  როცა აშშ-ის მიერ გავრცელდა ცნობა, რომ სამ იანვარს ბაღდადთან საჰაერო თავდასხმის შედეგად მოკლულ იქნა ყასემ სოლეიმანი, ირანის რევოლუციური არმიის ელიტარული შენაერთის -„ყუდსის ძალების“ სარდალი.

თავდასხმას ემსხვერპლა ასევე ერაყის გასამხედროებული გაერთიანების, ირანის მხარდაჭერით მოქმედი „ჰაშდ შააბის“ მეთაურს მოადგილე, აბუ მაჰდი ალ-მუჰანდასი.

ევროპის საბჭოს თავმჯდომარემ, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ „ძალადობის, პროვოკაციების და შურისძიებების წრე, რომლის მოწმე ვართ ბოლო კვირებში ერაყში, უნდა დასრულდეს. შემდგომი დაძაბულობა თავიდან უნდა ავიცილოთ, რადაც უნდა დაგვიჯდეს", თქვა მიშელმა.

მისი სიტყვებს გამოეხმაურა გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიუ გუტურეში, რომელმაც თქვა, რომ ახლა დროა, როცა ლიდერებმა „მაქსიმალური თავშეკავება უნდა გამოავლინონ“. „მსოფლიო კიდევ ერთი ომის უფლებას სპარსეთის ყურეში, თავს ვერ მისცემს“, განაცხადა მიშელმა. 

რუსეთმა და ჩინეთმა, რომლებიც ევროპის ქვეყნებთან ერთად ცდილობენ შეინარჩუნონ 2015 წელს ირანთან დადებული ბირთვული ხელშეკრულება, რომელიც აშშ-მა დატოვა 2018 წელს, სწრაფად გამოთქვეს გაფრთხილება, რომ დისპუტი არ შეიძლება სამხედრო ინტერვენციით მოგვარდეს. პეკინმა გააკრიტიკა საერთაშორისო ურთიერთობებში ძალის გამოყენება და განაცხადა, რომ პატივი უნდა სცენ ერაყის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.

რუსეთმა, რომელსაც ირანთან ახლო კავშირი აქვს თეირანთან აშშ-ის დაძაბულობის ფონზე, აშშ-ის თავდასხმას ბაღდადში უწოდა „უგუნური“.

სატელეფონო საუბრისას რუსეთის და საფრანგეთის პრეზიდენტებმა, ვლადიმირ პუტინმა და ფრანსუა მაკრონმა განაცხადეს, რომ „დაძაბულობა არ უნდა გამწვავდეს და ორივე მხარეს მოუწოდეს, იმოქმედონ თავშეკავებით“, განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისმა.

 

ნატოს წევრი სახელმწიფოს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში წერია, რომ ანკარა „ღრმად არის შეშფოთებული აშშ-სა და ირანს შორის დაძაბულობის“ გამო და თვლის, რომ აშშ-ის ოპერაცია „გაზრდის რეგიონში საფრთხის და არასტაბილურობის განცდას“.

აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობა დაიძაბა მას მერე, რაც აშშ-მა დატოვა ბირთვული შეთანხმება, რომელიც ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვას და ამის სანაცვლოდ სანქციების გაუქმებას გულისხმობდა. ტრამპის ადმინისტრაციამ შეთანხმების დატოვებას და განახლებულ სანქციებს უწოდა ირანზე „მაქსიმალური ზეწოლის“ პოლიტიკა, რის ნაწილიც იყო ასევე „ყუდსის ძალების“ „უცხოეთის ტერორისტულ ორგანიზაციად“ გამოცხადებას.

 

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ რააბმა ასევე მოუწოდა მხარეებს დეესკალაციისკენ. რააბი თვლის, რომ კონფლიქტის კიდევ უფრო გამწვავება „არც ერთი მხარის ინტერესებში არ არის“. რააბი დასძენს: ბრიტანეთმა ხედავდა აგრესიულ საფრთხეს, რომელსაც წარმოადგენდა „ყუდსის ძალები“ სოლეიმანის მეთაურობით.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეტანიაჰუმ ვიზიტი შეწყვიტა საბერძნეთში სოლეიმანის მოკვლის ცნობის გავრცელების შემდეგ. ისრაელი „ყუდსის ძალებს“ მიიჩნევს ანტი-ისრაელური მტრული ქსელის უკან მდგომ მამოძრავებენ ძალად. ნეტანიაჰუმ ტვიტერით გაავრცელა განცხადება: „როგორც ისრაელს აქვს უფლება თავი დაიცვას, აშშ-საც აქვს იგივე უფლება. ყასემ სოლეიმანი ამერიკის მოქალაქეთა და უდანაშაულო ადამიანების სიკვდილისთვის იყო პასუხიმგებელი. ის მეტ თავდასხმასაც გეგმავდა“.

ლიბანში დაფუძნებული დაჯგუფება, „ჰიზბალა“, რომელიც ირანის დახმარებით დაფუძნდა 1980-იან წლებში, გამოვიდა მოწოდებით მთელ მსოფლიოში წინააღმდეგობისკენ, რათა შური იძიონ სოლეიმანის სიკვდილის გამო.

ერაყის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი „სასტიკი შურისძიებით“ დაემუქრა „დამნაშავეებს“, რომლებმაც სოლეიმანი მოკლეს.

მიმომხილველთა თანახმად,სოლეიმანი ირანში რეალური გავლენის მქონე პირი იყო როცა საქმე ეხებოდა ომის და მშვიდობის პოლიტიკას. ის სისტემატურად სტუმრობდა ბაღდადს, სადაც ირანის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს ხვდებოდა და ფიქრობენ, რომ ის იდგა ერაყში პროირანული გასამხედროებული ძალების აღმავლობის უკან.

აშშ-ის მიერ, გასულ კვირაში, უცნობ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, არაერთხელ გავრცელდა ცნობები, რომ ირანის ორგანიზებით ხდებოდა ერაყში სამხედრო ბაზებზე თავდასხმა, სადაც აშშ-ის ძალები იყვნენ განთავსებული.

ერაყის პრემიერ-მინისტრმა, ადილ აბდულ-მაჰდიმ სოლეიმანიზე თავდასხმას უწოდა „ერაყში აშშ-ის ძალების ყოფნის პირობების აღმაშფოთებელი დარღვევა“.





Губернаторы России
Москва

Собянин: Проект "Давай друЖИТЬ" помогает исполнять заветные мечты детей





Москва

В Москве прошла премьера документального фильма "Мамы и дети"


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: Проект "Давай друЖИТЬ" помогает исполнять заветные мечты детей



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Большой театр

Большой театр Беларуси подарил детям мир сказочных героев в «Сказке о царе Салтане»




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Источник 360.ru: птенцов придавило тренажером во дворе дома в Москве

Ролан Гаррос. Расписание 2 июня. Потапова и Швентек сыграют первым запуском, Синнер – последним

Стали известны все участники РПЛ сезона-2024/2025


Ролан Гаррос

Прямая трансляция матча Рыбакиной с победительницей четырех "Больших шлемов"



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России