59 წლის ქალი საცხობში, სადაც მუშაობდა, გარდაცვლილი იპოვეს
ვარკეთილში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, 59 წლის ქალი გარდაიცვალა. ის იმ საცხობში იპოვეს გარდაცვლილი, სადაც მუშაობდა. ინფორმაციას უბედური შემთხვევის შესახებ IPN ავრცელებს.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.