Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Январь
2020

მამალაძის თქმით, გამოქვეყნდება მტკიცებულებები საპატრიარქოში პედოფილიასა და ინცესტზე

0
მამალაძის თქმით, გამოქვეყნდება მტკიცებულებები საპატრიარქოში პედოფილიასა და ინცესტზე

მსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ძმის, თორნიკე მამალაძის თქმით, რამდენიმე დღეში საზოგადოებას ეტაპობრივად მიეწოდება ინფორმაცია, ეკლესიაში არსებული ვითარების შესახებ.

თორნიკე მამალაძე აღნიშნავს, რომ არსებობს მტკიცებულებები, რომელთა გაცნობის შემდეგ საზოგადოებას კითხვები აღარ გაუჩნდება.

„საზოგადოებას მიეწოდება მტკიცებულებები ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც საპატრიარქოში არსებობს: პედოფილია, მამათმავლობა, ინცესტის პრობლემები. ამ დღეებში დაიწყება და ეტაპობრივად მიეწოდება ამის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია. ეს იქნება მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რის შემდეგაც საზოგადოებას კითხვები აღარ გაუჩნდება. ეს გულდასაწყვეტია, რადგან მომდინარეობს საპატრიარქოს წარმომადგენლებისგან და თავად პატრიარქისგან. ეს მათი ცხოვრების ყოველდღიურობაა. ჩვენ ვალდებულები ვართ, საზოგადოებას მივაწოდოთ ეს ინფორმაცია, რადგან ის ეკლესიის ნაწილია და უნდა იცოდეს, ეკლესიის სათავეში ვინ დგას. არიან მოწმეები და ყველაფერი დამტკიცდება. ეს ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც იდგნენ საშობაო წირვის წინა ფლანგზე, მათ შორის, როგორი სამწუხაროც არ უნდა იყოს, არის კათოლიკოს-პატრიარქი“, - თქვა თორნიკე მამალაძემ.

თორნიკე მამალაძემ დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებაც ისაუბრა.

„ჩემმა ძმამ შიმშილობა იმიტომ გამოაცხადა, რომ არ მიეწოდება სათანადო სამედიცინო დახმარება. ითხოვს, რომ მოხდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, შეძლოს „მატროსოვის“ ციხეში დაბრუნება და უკანონო მსჯავრის მოხდა. ომბუდსმენთან შეხვედრის შემდეგ გადაწყვეტს, გააგრძელებს თუ არა შიმშილობას“, - ამბობს თორნიკე მამალაძე.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს ე.წ. ციანიდის საქმეზე. სასამართლომ გიორგი მამალაძე დამნაშავედ ცნო კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში და 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა. დეკანოზი დანაშაულის ჩადენას უარყოფს.

2019 წლის 31 ოქტომბერს სინოდმა გადაწყვიტა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის მიემართა გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით. დღეს, 6 იანვარს პრეზიდენტმა დეკანოზის შეწყალებაზე უარი თქვა.

გიორგი მამალაძე არც საქართველოს წინა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა შეიწყალა.





Губернаторы России
Москва

Собянин: 12 июня парковки в Москве будут работать бесплатно





Москва

Можно ли прожить без музыки? Дискуссия протагонистов музыкального бизнеса


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: 15 июня начинается самый масштабный сезон фестиваля «Усадьбы Москвы»



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

VK Fest

Люди застряли в пробках у острова Татышев после VK Fest в Красноярске




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

В Архангельске прошёл межрегиональный теннисный турнир «Белое море»

Легкоатлетка Тангара назвала кринжем участие Бузовой в забеге на Никольской

В Москве прошёл спортивный праздник для росгвардейцев


Андрей Ольховский

Экс-теннисист Ольховский: Рублев не успел набрать форму на "Ролан Гаррос"



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Архангельск

В Пулково задерживаются шесть рейсов



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России