გიორგი გახარიამ და ელიზაბეთ რუდმა ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ელიზაბეთ რუდს შეხვდა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის თანახმად, მხარეებმა ისაუბრეს გასული წლის განმავლობაში აშშ - საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე.
ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე ელიზაბეთ რუდმა და გიორგი გახარიამ ისაუბრეს ასევე ბოლო პერიოდში ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებსა და მასთან დაკავშირებულ უსაფრთხოების საკითხებზე.
შეხვედრას დაესწრნენ აშშ-ის საელჩოს პოლიტიკურ-ეკონომიკური განყოფილების უფროსი ლიზ ზენტოსი და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი.