Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Январь
2020

რა სარგებელს ელის რუსეთი?

0

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ურთიერთობის უკიდურეს გამწვავებას რუსეთის ხელისუფლება დიპლომატიური განცხადებებით გამოეხმაურა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ აშშ-ის მოქმედება წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური პრინციპების უხეშ დარღვევას და ხელს არ უწყობს იმ ურთულესი პრობლემების გადაჭრას, რაც ახლო აღმოსავლეთის რეგიონში დაგროვდა.

რუსულმა მედიამ აშშ-ირანის დაძაბული ურთიერთობის კონტექსტით გააშუქა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ვიზიტი სირიაში. საინფორმაციო სააგენტო ტასს-მა მკითხველს შესთავაზა ვაშინგტონში დაფუძნებული არაბული ცენტრის მკვლევარის, ჯო მაკარონის ანალიზი, რომლის მიხედვითაც, პუტინის ჩასვლა სირიაში იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთს არ სურს აშშ-სა და ირანის დაპირისპირების შემდგომი ესკალაცია და საბრძოლო მოქმედებებში გადაზრდა:

„რუსეთი ცდილობს არ დაუშვას ბაშარ ასადის დრეიფი ირანისკენ. პუტინი შეახსენებს დაინტერესებულ მხარეებს, რომ რუსეთი რჩება დომინირებად ძალად სირიაში და იმის  გარანტორად, რომ ასადი არ დაიწყებს მოძრაობას ირანისკენ გენერალ სოლეიმანის ლიკვიდაციის შემდეგ. პუტინი ასევე მსუბუქად მიანიშნებს იმაზე, რომ არ სურს სირიის ტერიტორიაზე ამერიკისა და ირანის კონფლიქტის ხილვა. გარდა ამისა, რუსეთი ისარგებლებს ირანსა და ამერიკას შორის ურთიერთობის უკიდურესი დაძაბვით და გაიმყარებს გავლენას სირიაში“.

რუსმა სენატორმა და ევროსაბჭოში რუსეთის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა ალექსეი პუშკოვმა მოსალოდნელი უწოდა ირანის საპასუხო დარტყმას ამერიკის სამხედრო ბაზებზე. რუსი პოლიტიკოსის თქმით, თუ აშშ-იც სარაკეტო იერიშით უპასუხებს ირანს, მაშინ, მისი აზრით, პრაქტიკულად გარდაუვალი იქნება დიდი სარაკეტო და სახმელეთო ომი.

„ამ ომს არ ექნება მხარდაჭერა აშშ-ში და, ალბათ, ტრამპს არჩევნებში დამარცხების ფასად დაუჯდება ის. უმჯობესია, გაჩერება!“ -  წერს რუსი პოლიტიკოსი.

რუსული მედია ასევე ცდილობს დაითვალოს სარგებელი და ზარალი, რომელსაც რუსეთი ნახავს აშშ-სა და ირანს შორის ომის დაწყების შემთხვევაში.

ერთი შეხედვით, საერთაშორისო ვალდებულებებისგან გათავისუფლებული ირანი მეტი ინტენსივობით შეისყიდის რუსულ შეიარაღებას. ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავებამ ასევე უნდა გამოიწვიოს ნავთობზე ფასების მომატება და შესაბამისად გაუჩინოს მეტი ფინანსური სახსრები რუსეთის მთავრობას, თუმცა, როგორც ირკვევა, საქმე ასე მარტივად არ არის.

რუსეთის მედია აქტიურად წერს იმაზე, თუ როგორი რეაქცია ჰქონდათ საფონდო ბირჟებს ჯერ გენერალ სულეიმანის ლიკვიდაციაზე, შემდეგ კი ირანის მიერ ერაყის სამხედრო ბაზების დაბომბვაზე, რომ ნავთობმა გაძვირება დაიწყო.

ეკონომისტი სერგეი ალეკსაშენკო, რომელიც „ეხო მოსკვის“ რედაქციას სტუმრობდა, ამბობს, რომ თუ საომარი მოქმედებების სცენარი შეუქცევად ხასიათს მიიღებს, პირველი შედეგი იქნება ის, რომ შემცირდება ნავთობის მოპოვება ირანში:

„სავარაუდოდ, დაზიანდება ინფრასტრუქტურა, ირანი იერიშს მიიტანს დასავლური კომპანიების ტანკერებზე და ა.შ. შედეგად შემცირდება ნავთობის მოცულობა ბაზარზე. 2008 წლის კრიზისიდან გვახსოვს, რომ საკმარისია ბაზრიდან გაქრეს ნავთობის 1-1,5%, რომ ვითარება მკვეთრად. ასეთ პირობებში ფასები შეიძლება ავარდეს 100 და მეტ დოლარზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაც ცუდია ახლო აღმოსავლეთისთვის, ის კარგია რუსეთის მთავრობისთვის. ნავთობის ფასების ზრდა აუცილებლად გამოიწვევს ნავთობიდან მიღებული შემოსავლების გაზრდას, მაგრამ, როგორც წესი, გეოპოლიტიკური ძვრების დროს დოლარი მყარდება ხოლმე. ასე რომ, ნავთობი კი გააგრძელებს გაძვირებას, მაგრამ, მაღალი ალბათობით, რუბლი დაიწყებს გაუფასურებას. ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუბლმა დაიწყოს გამყარება, რადგანაც ყველა ინვესტორი გაიქცევა და მიაშურებს ისეთ მშვიდ ყურეს, როგორიც არის ამერიკის ეკონომიკა, ამერიკული დოლარი. შესაბამისად, რუსეთის ფინანსთა სამინისტრო იხეირებს ნავთობის ფასით, მაგრამ იზარალებს რუბლის დევალვაციით“.

გაზეთი „კომერსანტი“ იმის შესახებ წერს, რომ ახლო აღმოსავლეთში ფართომასშტაბიანი ომის გაჩაღების შემთხვევაში მკვეთრად გაიზრდება ტერორისტული აქტივობა.

„შეიძლება კონტროლიდან გამოვიდეს ისედაც რთული ვითარება ერაყსა და სირიაში. არც რუსეთი, არც თურქეთი, ისევე როგორც ყველა სხვა საერთაშორისო მოთამაშე, არ არიან დაინტერესებული ქაოსით და მზად არიან ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ თავიდან აიცილონ მოვლენების განვითარების ნეგატიური სცენარი. მოსკოვისთვის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა, არ იქცეს სირიის ტერიტორია ამერიკისა და ირანის საომარი მოქმედებების სცენად. საქმე ის არის, რომ სირიაში იმყოფება შიიტური დაჯგუფებების ათასობით მებრძოლი, რომლებსაც თეირანი აკონტროლებს, სირიის ტერიტორიიდან კი ყველაზე ხელსაყრელია იერიშის მიტანა იზრაელზე“, - წერს რუსული გამოცემა.

რუსული მედია ასევე წერს ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში ჩართული კიდევ ერთი მსხვილი მოთამაშის, თურქეთის შესახებ. სირიიდან სწორედ თურქეთში ჩავიდა ვლადიმირ პუტინი, რომელმაც თურქეთის პრეზიდენტთან ერთად გახსნა გაზსადენი „თურქული ნაკადი“.

როგორც რადიო თავისუფლების რუსული რედაქცია წერს, ეს არის პუტინის რიგით 12 ვიზიტი თურქეთში. საერთაშორისო მიმომხილველმა ივან პრეობრაჟენსკიმ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მეტაფორულად ეს ლიდერები ძალიან ჰგვანან მტაცებლებს, რომლებმაც შეძლეს საერთო ენის გამონახვა:

„მათ აქვთ განსხვავებული ინტერესები, მაგრამ ყოველ ჯერზე ახერხებენ მოილაპარაკონ ისე, რომ არა თუ არ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, არამედ დაგლიჯონ და ნადავლივით გაინაწილონ ვინმე მესამე. ასე მოხდა სირიის შემთხვევაში ასე მოხდა იარაღით მომარაგებასა და გაზსადენის მშენებლობის შემთხვევაში.“

რუსი ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ თურქეთის და რუსეთის ლიდერები აშშ-ირანის საკითხზეც შეძლებენ მრავალი წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული ამბივალენტური ურთიერთობის შენარჩუნებას.





Губернаторы России
Москва

Сергей Собянин поздравил москвичей с Международным днем защиты детей





Москва

Анастасия Уколова, Елизавета Базыкина и Никита Кологривый продолжают съемки сериала «Комбинация»


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Сергей Собянин поздравил москвичей с Международным днем защиты детей



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Григорий Лепс

"Замечательная, светлая": Лепс с теплотой вспомнил доброе общение с Заворотнюк




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Американский боксер Глэнтон прогулялся по центру Москвы

В Москве презентовали медали и экипировку VIII игр «Дети Азии»

Источник 360.ru: птенцов придавило тренажером во дворе дома в Москве


Ролан Гаррос

Арина Соболенко повторила уникальное достижение Азаренко на турнирах «Большого шлема»



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Киев

Зеленский: после «заморозки» конфликт опять вспыхнет



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России