Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Январь
2020

თსუ-ის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე რექტორის ნაშრომში პლაგიატს უარყოფს

0
„მე გახლდით ერთ-ერთი იმათგანი, ვინც ნახა ეს ტექსტები და რაც შემიძლია განვაცხადო, გახლავთ ის, რომ ეს თანხვედრა ეხებოდა მხოლოდ საკანონმდებლო დადგენილებას და შესაბამისად, ჩვენი გადაწყვეტილებით, ეს არ შეიძლება მიჩნეული ყოფილიყო და არ არის პლაგიატი“, - უთხრა ჟურნალისტებს თსუ-ის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარემ ქეთევან ხუციშვილმა, ამავე უნივერსიტეტის რექტორის გიორგი შარვაშიძის სადისერტაციო ნაშრომის შესახებ.


ხუციშვილის განმარტებით, ანტიპლაგიატის (Turniitin) პროგრამამ მხოლოდ საკანონმდებლო დადგენილება აჩვენა და პლაგიატი არ დადასტურდა.


„შესაბამისად, ყველანაირი სხვა კომენტარი აქ გამორიცხულია, როდესაც არ არის პლაგიატი, ვეღარ იქნება ლაპარაკი შესაბამის პასუხიმგებლობაზე“, - ამბობს ხუციშვილი.  


ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის პროფესორი იაგო კაჭკაჭიშვილი ამბობს, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მიიღო ოფიციალური წერილი, რომელშიც წერია, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის გიორგი შარვაშიძის დისერტაციაში პლაგიატი ნაშრომის 34 პროცენტის მოცულობითაა დადასტურებული.


ეს დასკვნა პროფესორმა მისი მოთხოვნის საპასუხოდ მიიღო.


გიორგი შარვაშიძემ დისერტაცია 2003 წელს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში, რომლის სამართალმემკვიდრე დღეს ილიას უნივერსიტეტია.


იაგო კაჭკაჭიშვილი  განმარტავს, რომ უნივერსიტეტის  რექტორმა, "დისერტაცია გაატარა ანტიპლაგიატის პროგრამაში (Turniitin) ისე, რომ ამავე პროგრამაში, შედარების მიზნით, არ შეუტანია ბროშურა, რომლის ტექსტიც მან თავის დისერტაციაში უცვლელად გადაიტანა და რომლის ავტორი თავად არ არის! ცხადია, რომ ასეთი მანიპულაციის შედეგად პროგრამა პლაგიატს ვერ აღმოაჩენდა". 


„თავისუფლების მონიტორმა“ გასულ წელს მოიძია დოკუმენტები, რომლებიც, ექსპერტების შეფასებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის რექტორს, გიორგი შარვაშიძეს პლაგიატში ამხელდა. „სადავო 40 გვერდი დისერტაციიდან“ ეთერში 2019 წლის 15 ნოემბერს გავიდა.






Губернаторы России





Губернаторы России
103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России