აუდიტი: „სარაგბო კლუბ ბათუმის“ მასაჟისტი ამავდროულად დანიშნული იყო დაცვის უფროსად და მწვრთნელად
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის წილობრივად მოქმედ საწარმოებში ჩაატარა საწესდებო კაპიტალის ფორმირებისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის 2017-2018 წლების შესაბამისობის აუდიტი.
აუდიტის შედეგად გამოვლენილ დაკლოვანებებს შორის დასახელებულია შპს „სარაგბო კლუბი ბათუმის“ შემთხვევები, სადაც აუდიტის თანახმად, საშტატო ერთეულით გათვალიწინებულ სხვადასხვა თანამდებობაზე დასაქმებული არიან შესაბამისი კვალიფიკაციის არმქონე ფიზიკური პირები; ამასთან, აუდიტის ცნობით, არ არის წარმოდგენილი მომსახურების ფაქტობრივად გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულება, თუმცა კლუბს გაცემული აქვს ანაზღაურება.
საყურადღებოა, მასაჟისტის პოზიციასთან დაკავშირებული შემთხვევა.
„უნდა აღნიშნოს, რომ მასაჟისტის თანამდებობაზე დასაქმებული პირი, ამავდროულად დანიშნული იყო დაცვის უფროსად და ბავშვთა მწვრთნელად და გაცემულია შრომის ანაზღაურება 4,750 ლარი, თუმცა არ არის წარმოდგენილი მწვრთნელის კვალიფიკაციის დამადასტურებელი და მწვრთნელისათვის გათვალისწინებული მომსახურების ფაქტობრივად შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებები“, - ვკითხულობთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში.
აუდიტს შეკითხვები აქვს მასაჟისტემის მიერ შესრულებულ სამუშაოზეც.
„შპს „სარაგბო კლუბ ბათუმის“ საშტატო განრიგით დამტკიცებული და დასაქმებულია 3 მასაჟისტი. წარმოდგენილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ 2 ფიზიკური პირის მიერ, მასაჟისტის პოზიციით ფაქტობრივად შესრულებული სამუშაო არ დასტურდება და არც შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი მტკიცებულება აქვთ წარმოდგენილი“, - ნათქვამია ანგარიშში.