Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Февраль
2020

აშშ-ის ელჩი საქართველოში: ბევრია გასაკეთებელი, განსაკუთრებით ამ საარჩევნო წელს

0
აშშ-ის ელჩი საქართველოში: ბევრია გასაკეთებელი, განსაკუთრებით ამ საარჩევნო წელს

საქართველოში ამერიკის შეერთებული ელჩი კელი დეგნანი საელჩოს ფეისბუკგვერდზე აქვეყნებს ვიდეომიმართვას, რომელშიც ამბობს, რომ მისთვის დიდი პატივია გაუძღვეს საელჩოს გუნდს და იმუშაოს ქართველ მეგობრებთან ერთად, მშვიდობიანი და წარმატებული საქართველოსთვის.

„თითქმის 30 წელია, რაც ამერიკა ამაყად დგას ქართველი ხალხის გვერდით. ჩვენ საქართველოს დავეხმარეთ დემოკრატიული ინსტიტუტებისა და სასამართლო სისტემის, ეკონომიკისა და უსაფრთხოების გაუმჯობესებაში. ჩვენ მხარს ვუჭერთ განათლებისა და ჯანდაცვის სისტემის განვითარებას, რათა ხელი შევუწყოთ ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ყველა ქართველისთვის. კიდევ ბევრია გასაკეთებელი, მით უმეტეს ამ საარჩევნო წელს, რათა უზრუნველვყოთ ნამდვილად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ოქტომბერში. მე და ჩემი პარტნიორი, დაგი მოუთმენლად ველით საქართველოს მდიდარი კულტურისა და ისტორიის გაცნობას“, - აღნიშნავს კელი დეგნანი. ელჩი ამბობს, რომ საქართველო ამერიკის მნიშვნელოვანი პარტნიორია და არ დაიშურებს ძალისხმევას, რათა შეინარჩუნოს არსებული მჭიდრო კავშირი და მოიძიოს თანამშრომლობის ახალი არეალი ორ ქვეყანას შორის.

ელჩის თქმით, საქართველო დიდი პატივისცემით სარგებლობს ამერიკის სამხედრო წრეებში საერთაშორისო უსაფრთხოების საქმეში შეტანილი კონკრეტული წვლილისა და მტკიცე ძალისხმევისთვის, გააძლიეროს საკუთარი საზღვრების დაცვა.

ვიდეომიმართვაში კელი დეგნანი მადლობას უხდის ქართველ მეგობრებს გულთბილი დახვედრისთვის, პოზიტიური და გულწრფელი გზავნილებისთვის:

„მე და დაგი მოუთმენლად ველით ამ ულამაზესი ქვეყნის გაცნობას და ზოგიერთ თქვენგანთან შეხვედრას, თქვენს ქალაქებსა და სოფლებში, ტყეებსა და მთებში სტუმრობას. იქნებ სალაშქრო ბილიკებზეც კი შევხვდეთ ერთმანეთს. ჩვენი ახალი თავგადასავალი ეს-ესაა იწყება“, - აღნიშნავს აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი.

ელჩის მოვალეობის შესასრულებლად კელი დეგნანი საქართველოში 29 იანვარს ჩამოვიდა. თანამდებობაზე თეთრმა სახლმა იგი 2019 წლის სექტემბერში წარადგინა, იმავე წლის დეკემბერში კი აშშ-ის სენატმა საბოლოო თანხმობა მისცა მის კანდიდატურას საქართველოში აშშ-ის ელჩის პოზიციაზე.

17 იანვარს ფიცის დადების ცერემონიალზე კელი დეგნანმა საქართველოსა და ამერიკის იდეალების თანხვედრაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა რუსეთის ოკუპაციას.

„ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩად შემარჩიეს. ეს არის ქვეყანა, რომელიც იზიარებს ამერიკის სიყვარულს თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი. ამერიკის მსგავსად, საქართველომაც იბრძოლა დამოუკიდებლობის მისაღწევად - ეს რთულად მოპოვებული დამოუკიდებლობა რუსეთის გამო საფრთხის ქვეშ რჩება“, - აღნიშნა კელი დეგნანმა ფიცის დადების ცერემონიალზე.

კალიფორნიელი კელი დეგნანი კარიერული დიპლომატია, აქვს მრჩეველი-დესპანის სტატუსი.





Губернаторы России
Москва

Собянин: Более 220 единиц новой медицинской техники начали использовать в Москве





Москва

Америкой и Европой сенсационно управляет Гольфстрим. Научная сенсация!


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: 12 июня в Москве парковки будут бесплатными



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Александр Пушной

"Фактор 2" для трезвых. Группу "Комната культуры" из Барнаула обсудили в шоу Пушного




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Зампредседателя Совета министров РСФСР Валерий Сайкин умер на 87-м году жизни

Турниры, проходящие при содействии Федерации шахмат г. Ростова-на-Дону

Легкоатлетка Тангара назвала кринжем участие Бузовой в забеге на Никольской


Матс Виландер

Экс первая ракетка мира Виландер оценил шансы Паолини на победу в финале «Ролан Гаррос»



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

LISA FM Александр Белоносов выпустил альбом «Родина Сердца: Дневник Психолога»



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России