Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Март
2020

კარანტინი თუ ჯოგური იმუნიტეტი: ევროპის პრესა კორონავირუსის კრიზისზე

0
კარანტინი თუ ჯოგური იმუნიტეტი: ევროპის პრესა კორონავირუსის კრიზისზე

ევროპის მასშტაბით იხურება საზღვრები, სკოლები, იკრძალება ღონისძიებები. იტალიაში, ესპანეთსა და სხვა ქვეყნებში საყოველთაო კარანტინია გამოცხადებული, თუმცა ბრიტანეთი სხვა გზას ირჩევს და თავს იკავებს ამგვარი რადიკალური ზომებისგან: ის უშვებს მოსახლეობაში ინფექციის გავრცელებას, რათა ჯოგური იმუნიტეტი გამომუშავდეს. ევროპის პრესა აქტიურად მსჯელობს იმაზე, მაინც რამდენად სახიფათოა ეს სტრატეგია.

ბრიტანეთში გამომავალი კონსერვატიული ორიენტაციის ტაბლოიდი (ე.წ. „ყვითელი“) ყოველდღიური გაზეთი The Sun 14 მარტს აცხადებს, რომ ბრიტანეთის მთავრობა სწორია, როცა ეკონომიკურ შედეგებს ითვალისწინებს თავის სტრატეგიაში. „ცხადია, რაც შეიძლება მეტი სიცოცხლის გადარჩენა პრიორიტეტად რჩება, მაგრამ ბიზნესებისა და სამუშაო ადგილების გადარჩენაც შემაშფოთებლად აუცილებელი ხდება. ბრიტანეთის ავიახაზების განცხადება, რომ ეს გიგანტი ავიაკომპანია გადარჩენისთვის იბრძვის, შემაძრწუნებელია. და ეს მხოლოდ აისბერგის წვერია. ... თავისი მუშაობის პირველ სამ თვეში ბორის ჯონსონის ახალ მთავრობას შეეხო, ალბათ, ყველაზე მძიმე მსოფლიო კრიზისი, 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ. ... მან, რაც საჭიროა, ყველაფერი უნდა დახარჯოს საიმისოდ, რომ ჯანსაღი კომპანიები გადარჩეს“.

„ცეცხლთან თამაში“ - ასე კრიტიკულად აფასებს ასევე ბრიტანეთში გამომავალ, მემარცხენე-ცენტრისტულ გაზეთ The Guardian-ში ჟურნალისტი უილიამ ჰენეჯი ბრიტანეთის მთავრობის სტრატეგიას 15 მარტს. „თქვენი სახლი იწვის და ხალხი, რომელსაც თქვენ თქვენზე ზრუნვა ანდეთ, არაფერს აკეთებს ცეცხლის ჩასაქრობად. იმის მიუხედავად, რომ მათ იცოდნენ ამ საფრთხის შესახებ, ხედავდნენ რა დაემართა მეზობლებს, როგორი შემაშინებელი სისწრაფით გადაიტვირთა მათი სისტემები, ბრიტანეთის მთავრობამ, გაურკვეველი მიზეზებით, ცეცხლის ალის კიდევ უფრო მეტად გაზრდა აირჩია, მცდარი მოსაზრებით, რომ ისინი რაღაც გზით ამ ალის კონტროლს შეძლებენ. ... ბრიტანეთი არ უნდა შეეცადოს ჯოგური იმუნიტეტის შექმნას, რადგან ის თავისთავად შეიქმნება. პოლიტიკა უნდა მიემართოს დაავადების გავრცელების შენელებას (უფრო მეტად) მართვად დონემდე“.

იტალიაში გამომავალი ლიბერალური ორიენტაციის გამოცემა La Stampa 16 მარტს ბეჭდავს ბიზნესის მიმომხილველ ფრანჩესკო გუერერას სტატიას, რომელშიც ის ბრიტანეთის მთავრობის სტრატეგიას რისკიან ნაბიჯად მიიჩნევს. „ბრიტანელებმა ჩათვალეს, რომ ვირუსით ბევრი ადამიანი დაინფიცირდება იმის მიუხედავად, თუ რა ზომებს გაატარებენ მთავრობები. მათი მიზანი არ არის ეპიდემიის გავრცელების შეჩერება, როგორც ამას იტალიაში ცდილობენ. ბრიტანეთის მიზანი იმის უზრუნველყოფაა, რომ ქვეყნის ჯანდაცვის შეზღუდულმა ინფრასტრუქტურამ შეძლოს ეპიდემიის პიკის გადატანა და ყველაზე მძიმე შემთხვევების განკურნება. ძირითადი იდეა აქ ‘ჯოგური იმუნიტეტია’, რომელიც ეფუძნება იმ გარემოებას, რომ ადამიანებს, რომლებიც ამ ვირუსს გადაიტანენ, ის მეორედ აღარ შეხვდებათ. ... ბრიტანეთის ექსპერტები ლაპარაკობენ ‘ინფენქციებსა და ჰოსპიტალიზაციას შორის ბალანსზე’, მაგრამ, ამ ‘ბალანსის’ გათვალისწინებითაც, დაღუპულთა რიცხვი ბრიტანეთში შესაძლოა 80000-დან ნახევარ მილიონამდე მერყეობდეს“.

გერმანიაში გამომავალი კონსერვატიული ორიენტაციის Frankfurter Allgemeine Zeitung-ი სამხრეთ კორეას აცხადებს მისაბაძ მოდელად და ამბობს, ამ ქვეყანამ დაამტკიცა, რომ დემოკრატიებსაც შეუძლიათ ვირუსთან წარმატებით ბრძოლა ჩაკეტვის რადიკალური ზომების გარეშეო. „პრიორიტეტები თავიდანვე განსაზღვრული იყო: არც ერთ ქვეყანას არ ჩაუტარებია ამდენი ტესტი; ალბათ, არსად ასეთი სიზუსტით არ პოულობდნენ და კარანტინში არ ათავსებდნენ ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფ ადამიანებს. იზოლაცია სამშობლოსადმი მოვალეობად იქცა. ... ასეთ ფონზე, ინფიცირებულთა თითქმის ყოველი ნაბიჯის მონიტორინგი შესაძლებელი იყო მობილურ ტელეფონებზე ჩამოტვირთული აპლიკაციით. მთავარი პრინციპი იყო იზოლაცია: ამ მესიჯს არა მხოლოდ ხმამაღლა აცხადებდნენ, არამედ ის მოსახლეობამაც მკაფიოდ გაიგო. კორეის დემოკრატიას საფრთხე არ ემუქრება და, როგორც ჩანს, არც მთავრობის მიმართ რწმენა შერყეულა. ... წარმატების გაზომვა კი შესაძლებელია, ადამიანთა სიცოცხლე გადარჩა“.

დაე, საუკეთესო კონცეფციამ გაიმარჯვოსო, ასკვნის ესპანეთში გამომავალი მემარცხენე-ცენტრისტული გაზეთი El País-ი 16 მარტს და დასძენს, რომ მთავრობები კრიზისს ებრძვიან სხვადასხვა მცდელობით და საკუთარ შეცდომებზე სწავლის გზით. „მეცნიერებას კაცობრიობის ისტორიის სხვა არც ერთ კრიზისში არ შეუსრულებია ასეთი მნიშვნელოვანი როლი, მაგრამ ნაცვლად გლობალური კონსენსუსისა კრიზისთან გამკლავების გზაზე, ძალიან იშვიათად თუ გავმხდარვართ მოწმენი ასეთი განსხვავებული სტრატეგიებისა ქვეყნების მხრიდან. ... ჩვენ, მოქალაქეებმა, უნდა გავიგოთ, რომ ჩვენი პოლიტიკოსები მაშინაც კი, როცა საუკეთესო მიზნები და საუკეთესო სამეცნიერო მონაცემები ამოძრავებთ, შეცდომებს უშვებდნენ და დაუშვებენ. სამეცნიერო ცოდნაც სწორედ ასე იქმნება - ცდებით და შეცდომებზე სწავლით. ... ასეთი განსხვავებული ეროვნული სტრატეგიებით ჩვენ მეტ-ნაკლებად მალე დავინახავთ, რომელი ზომა მუშაობს უკეთ. სწორ გადაწყვეტილებებამდე შეცდომები მიგვიყვანს“.





Губернаторы России
Москва

Сергей Собянин: Центральной детской библиотеке имени Гайдара — 90 лет





Москва

Как узнать совместимость запчастей на авто?


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин рассказал, как москвичи исполняют заветные мечты детей-сирот



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Елена Волкова

POMPEYA и O! МАРГО выступят на фестивале «НЕБО»




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Стали известны все участники РПЛ сезона-2024/2025

В Москве презентовали медали и экипировку VIII игр «Дети Азии»

"Евро-Футбол.Ру": "Спартак" не будет подписывать камерунского форварда Абубакара


Большой шлем

17-летний россиянин Даниил Саркисян разгромил Форбса из США на юниорском «Ролан Гаррос»



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Как узнать совместимость запчастей на авто?



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России