Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Март
2020

საქართველო COVID-19-ის წინააღმდეგ - რა არ უნდა გამოგრჩეს 17 მარტს

0

საქართველოში პირველი გამოჯანმრთელებული პაციენტი უკვე გაეწერა

საქართველოს 50 წლის მოქალაქე, რომელიც ირანიდან აზერბაიჯანის გავლით ჩამოვიდა და COVID-19-ის სიმპტომები სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე აღმოუჩინეს, ინფექციური საავადმყოფოდან გაწერეს. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის პრესსამსახურში დაუდასტურეს. ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა.

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 33-ს შეადგენს. ოფიციალური ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში რჩება 637 ადამიანი, 54 კი - სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ.

18 მარტიდან საქართველო თავის საზღვრებს სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის ორი კვირით  დაკეტავს. გამონაკლისები შეეხებათ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და მათ ოჯახებს. გარდა ამისა, შერეულ ოჯახებს, როცა ცოლი ან ქმარი არის საქართველოს მოქალაქე, და ჰუმანიტარული მისიით ქვეყანაში შემომსვლელ პირებს. ქვეყანა შემოშვებაზე უარს არ ეტყვის ლტოლვილის ან ნეიტრალური სტატუსის მქონე პირებს.

წაიკითხე მეტი.

 

კორონავირუსი: რისთვის და როგორ ვიყოთ მზად?

ახალი კორონავირუსის ძირითადი სიმპტომებია: მაღალი სიცხე, მშრალი ხველა, ტკივილები სხეულში და სისუსტე, თავის ტკივილი, სუნთქვის უკმარისობა. თუმცა ნუ დაუსვამთ საკუთარ თავს დიაგნოზს თვითნებურად. ამისთვის არსებობენ ექიმები. როდის უნდა მიმართოთ პროფესიონალს და ვის ეხება კარანტინი - ამ და სხვა კითხვებზე პასუხები წაიკითხე ჩვენ სტატიაში.

რა სიმპტომები აქვს ახალ კორონავირუსს?

მგონი სიმპტომები მაქვს. რა უნდა ვქნა?

თვითიზოლაცია მჭირდება?

თუ მარტო არ ვცხოვრობ?

თუ სახლში შინაურ ცხოველი მყავს?

რა შემთხვევაში გავდივარ გარეთ?

თუ მაინც მიწევს გარეთ გასვლა?

როგორ გავუმკლავდე სტრესს?

ვინ არის COVID-19-ისგან სერიოზული ავადობის რისკ ჯგუფში?

საერთაშორისო მოგზაურობა მაქვს დაგეგმილი. შემიძლია?

ჩემი რეისი გაუქმდა. კომპენსაცია მეკუთვნის?

საზღვარგარეთ ვარ. ჩემი ფრენა გაუქმდა. როგორ დავბრუნდე სამშობლოში?

 

 

ევროპის რეგიონის ქვეყნები WHO-ს ევროპის ოფისთან ონლაინშეხვედრას გამართავენ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ინფორმაციით, დღეს WHO-ს ევროპის ოფისი რეგიონის 53 ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს.

ღონისძიება ონლაინ წარიმართება, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე. შეხვედრის შემდეგ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისის ხელმძღვანელი ჰანს კლუგე მედიის კითხვებსაც უპასუხებს. კითხვა-პასუხიც ონლაინ წარიმართება და ის თბილისის დროით 17:00 საათზეა ჩანიშნული. ღონისძიებას შეგიძლია თვალი ფეისბუკით ადევნო.

 

 

 

რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დაამტკიცა საკამათო ცვლილებები

რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც, სხვა გარემოებებთან ერთად, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს კიდევ 16 წლით მისცემს ძალაუფლებაში დარჩენის საშუალებას მას შემდეგ, რაც 2024 წელს ამოიწურება მისი მიმდინარე საპრეზიდენტო ვადა.

სასამართლოს 16 მარტის გადაწყვეტილებამდე სამი დღით ადრე, ამ საკამათო ცვლილებებს რუსეთის ყველა რეგიონის პარლამენტები მიემხრნენ.

ცვლილებები პუტინის წინა საპრეზიდენტო ვადას ანულებს, კონსტიტუციაში სხვა რადიკალური ცვლილებების გამო - რასაც რუსეთის ქალაქებში საპროტესტო აქციები მოჰყვა.

წაიკითხე მეტი.

 

 

"გადავწყვიტეთ, ონლაინვახშმები მოვაწყოთ" - ქართველები ევროპიდან

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, ევროპის ქვეყნები საგანგებო ზომებს მიმართავენ. მათ შორის საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა იტალიაში, ჩეხეთში, სლოვაკეთში, უნგრეთში, უკრაინაში, ბულგარეთში, ლატვიაში, უნგრეთსა და ესპანეთში.

ევროპის სხვა ქვეყნები კი უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებენ და მოქალაქეებს მოუწოდებენ, განსაკუთრებული საჭიროების გარეშე არ დატოვონ სახლები, დამსაქმებლებს აძლევენ რეკომენდაციებს, რომ თანამშრომლები გადაიყვანონ დისტანციურ მუშაობაზე. დახურულია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, მათ შორის, სკოლები, საბავშვო ბაღები, უნივერსიტეტები სპორტული დარბაზები, ტაძრებში შეჩერებულია წირვები, გადადებულია ათეულობით ღონისძიება. რას უყვებიან რადიო თავისუფებას ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ადამიანები, წაიკითხე აქ.

 

 

 

 

 

ვიღაცამ ღამურას სუპი ჭამა და ახლა შედეგს ყველა ვიმკით? ვირუსი ლაბორატორიიდან გაექცათ? არც ერთი და არც მეორე - აი, რა ვიცით დღეს წყეული კორონავირუსის წარმომავლობაზე.





Губернаторы России
Москва

Собянин рассказал о развитии Москвы на ПМЭФ   





Москва

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: Соцфонд выдал проактивно 3,2 млн сертификатов на материнский капитал


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин рассказал о развитии Москвы на ПМЭФ   



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Денис Мацуев

Фестиваль «Денис Мацуев представляет» стартовал в Екатеринбурге




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Альбина Мухаметзянова на ПМЭФ объявила о выходе сериала «Команда МАТЧ» в Казахстане

Спортсменки из Пскова привезли два «серебра» с соревнований по джампинг-фитнесу в Москве

12 июня в Оренбуржье пройдут мероприятия, посвященные Дню России


ATP

Рейтинг ATP. Синнер стал №1, Алькарас – №2, Циципас выпал из топ-10, Хачанов – из топ-20, Котов обновил личный рекорд



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Сергей Брановицкий

Создание и продвижение КАНАЛА, ГРУППЫ или ЧАТА в WhatsApp, Telegram, Там Там и других мессенджерах.



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России