Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Март
2020

ჯანა ჯავახიშვილი COVID-19-ის საფრთხის ფონზე სტრესთან გამკლავებაზე

0
ჯანა ჯავახიშვილი COVID-19-ის საფრთხის ფონზე სტრესთან გამკლავებაზე

ახალი კორონავირუსის - COVID-19-ის გავრცელების კვალობაზე იზრდება ინფორმაციის ნაკადი. რიგ შემთხვევაში იმის გარჩევაც კი რთული ხდება - რა უფრო დიდი გამოწვევაა მოზღვავებული ინფორმაციის „გადამუშავება“ თუ თავად კორონავირუსის გავრცელების საფრთხით გამოწვეული სტრესი. ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი რადიო თავისუფლების ეთერში ლაპარაკობს რამდენიმე ხერხზე, რომლის დახმარებითაც ის თავად ახერხებს სტრესთან გამკლავებას. ჯანა ჯავახიშვილი ნებაყოფლობით თვითიზოლაციის რეჟიმშია. როგორც მოგვითხრობს, იმყოფებოდა საერთაშორისო კონფერენციაზე ლიეტუვაში, სამშობლოში სტამბოლის გავლით დაბრუნდა და თავად მიიღო თვითიზოლაციის გადაწყვეტილება. მაშინ ლიეტუვაში სულ ერთი შემთხვევა იყო, საქართველოში კი სამი, თუმცა, ჩათვალა, რომ ორკვირიანი თვითიზოლაცის იქნებოდა სწორი გადაწყვეტილება:

„ცოტა მზის შუქისა და სიარულის დეფიციტზე რომ არაფერი ვთქვა, ამის გარდა დისკომფორტი არ მაქვს. თან ვიცი, რომ სასრულია, 5 დღეში დამთავრდება. თუმცა, თუ გართულდა უფრო სიტუაცია და მოგვიწია სახლებში ჯდომა ისე, როგორც იტალიაშია, მაშინ წარმომიდგენია, რომ ეს განუსაზღვრელობა ბევრად უფრო სტრესი იქნება.

ახლა გარკვეული დეფიციტიც შეიქმნა. ვიცით, რომ ნიღბები არ იშოვნება, ერთჯერადი ხელთათმანები არ იშოვნება, სპირტი არ იშოვნება, სადეზინფექციო სითხე, რომელზეც ძალიან დაჟინებული რეკომენდაციაა, რომ გქონდეთ და გააკეთეთ დეზინფექციაო, ხელების განსაკუთრებით. ვერსად ვერ იშოვნით ამ საშუალებას, რომელიც ახლა აღმოჩნდა, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ეს ყველაფერი, რასაკვირველია, სტრესფაქტორებია. სტრესფაქტორია ის, რომ მოლოდინის რეჟიმში ვართ“.

ჯანა ჯავახიშვილი ინფორმაციას სტრესთან გამკლავებაში უმნიშვნელოვანესად თვლის:

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინფორმირებულები ვიყოთ. ეს სტრესს ძალიან აქვეითებს და თან უნდა ვიცოდეთ რისკებიც და დადებითი ინფორმაციაც - ის, რომ გამოჯანმრთელების შემთხვევები სჭარბობს ლეტალურ შემთხვევებს და თან ორიენტირები მოგვცეს ინფორმაციამ იმის თაობაზე, როგორ დავიცვათ თავი უკეთესად“.

მეორე მხრივ, ფსიქოლოგი აქაც ზომიერების მომხრეა და გვირჩევს, რომ ინფორმაციის განახლების გრაფიკი (თუკი ამის საშუალება აქვს ადამიანს), ყველამ ინდივიდუალურად დავიწესოთ:

„მე, მაგალითად, რაღაცნაირად ბუნებრივად გამომივიდა, რომ დღეში ორჯერ ვცდილობ განახლებული ინფორმაციის მიღებას. სხვათაშორის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციაც ასეთია - შეზღუდეთ, ნუ იქნებით ინფორმაციის პასიური მიმღებები, პირიქით - თქვენ მიიღეთ გადაწყვეტილება როდის გინდათ, რომ განაახლოთ თქვენი ცოდნა სიტუაციაზე, რომელიც დინამიკაში იცვლება.

დღის მანძილზე ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იზოლაციაში და კარანტინში, დრო დასტრუქტურებული გქონდეს, ანუ ჩვეულებრივად, რუტინულად რასაც აკეთებ ხოლმე დღის მანძილზე და რაც შესაძლებელია, რომ სახლის ფარგლებში გააკეთო, ის აკეთო. არ უნდა ამოვარდეს არაფერი.

...რუტინიდან არ უნდა ამოვარდეთ, რუტინა ძალიან ამშვიდებს. საერთოდ ითვლება, რომ რაღაცები, რასაც რეგულარულად აკეთებ, ეს დამშვიდების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხერხია“.

ჯანა ჯავახიშვილის თქმით, შექმნილ ვითარებაში უმნიშვნელოვანესია ქცევის სწრაფად ცვლილება. ეს არის ის, რისი კონტროლიც ახლა ადამიანს შეუძლია - საკუთარი ქცევა:

„ჩემთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი არის, რომ ქცევის სწრაფი ცვლილება უნდა მოხდეს - მოვახდინოთ თითოეულმა ჩვენგანმა. არ ვიბანდი ხელს ამდენჯერ. რასაკვირველია, ვიბანდი და ჰიგიენას ვიცავდი, მაგრამ იმდენჯერ, რამდენჯერაც ვიბან სახლში ყოფნის ფონზეც კი, ამდენჯერ არ ვიბანდი. როცა გარეთ გავალ, ვიცი, რომ ხელი არ უნდა ჩამოვართვა არავის. იმპულსი მექნება, რომ გადავეხვიო ახლობელ ადამიანს, როცა შევხვდები. კოცნა ამოვიღოთ „რეპერტუარიდან“. დისტანცია!“.

„დილის საუბრების“ სტუმრის შეფასებით ახლა არის ვითარება, როცა ყველამ უნდა იმოქმედოს მოგება-მოგების პრინციპით:

„კონფლიქტოლოგიაში არის ცნება - მოგება მოგების პრინციპი. მეც და შენც - ორივე დაცული თუ არ ვიქნებით და მარტო მე თუ ვიქნები, ეს არის მოგება-წაგების პრინციპი. მაშინ მე დაცული მაინც არ ვარ. ეპიდემია ასეთი რამეა. ამიტომ უნდა ჩავრთოთ მეტი რაციო, როცა ზეჭარბად რაღაცებს ვყიდულობთ“.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის არსებობის ვითარებაში ბევრისთვის შეიძლება რთული აღმოჩნდეს მარტო გაუმკლავდეს თავის ფსიქიკურ მდგომარეობას. ჯანა ჯავახიშვილის თქმით, ასეთ დროს არც თუ მცირე შემთხვევაში შესაძლებელია, გვერდზე





Губернаторы России
Москва

Собянин рассказал о развитии столичного района Мнёвниковская пойма





Москва

"СВЯТОЙ ЛЕНИН: сенсация о прогнозах направит Америку и Европу творить добро?!


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин рассказал о развитии Москвы на ПМЭФ   



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Игорь Бутман

«Петербургские сезоны»: Всемирно известный саксофонист Игорь Бутман провел мастер-класс для детей на фестивале культуры ПМЭФ




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Спортсменки из Пскова привезли два «серебра» с соревнований по джампинг-фитнесу в Москве

Альбина Мухаметзянова на ПМЭФ объявила о выходе сериала «Команда МАТЧ» в Казахстане

Команды руководства Москвы примут участие в турнире по тэг-регби в Суздале


Александр Зверев

Алькарас стал победителем "Ролан Гаррос", обыграв в финале Зверева



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

«Плакал два месяца». Беспомощного ребенка-аутиста изнасиловали в интернате



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России