Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Март
2020

ზუგდიდში საქველმოქმედო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი 15 000 ლარით დააჯარიმეს

0
ზუგდიდში საქველმოქმედო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი 15 000 ლარით დააჯარიმეს

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო, საპატრულო პოლიციამ „ახალი ლიდერების ინიციატივა“ საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტის საფუძველზე 15 000 ლარით დააჯარიმა, რის შემდეგაც ოქმი ორგანიზაციის დირექტორს, კრისტინა მარია კოდი პუშოუს ჩაბარდა, - იტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

როგორც შსს-ს განცხადებაში ვკითხულობთ, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში საჯარო სივრცეში 10 პირზე მეტი ადამიანის შეკრება აკრძალულია.

სამინისტროს ცნობით, ორგანიზაციამ „ახალი ლიდერების ინიციატივა“ 26 მარტს ზუგდიდში, 100 პირზე მეტი ადამიანი შეკრიბა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ეკა წამალაშვილი საქველმოქმედო აქციის შესახებ „ფეისბუკზე“ წერს: „ჩვენმა ძალიან კარგმა ახალგაზრდებმა ზუგდიდში ვერ გათვალეს, რომ პოლიცია გულხელდაკრეფილი დააკვირდებოდა სანიტარული ხელთათმანებისა და ანტისეპტიკური ხსნარის მისაღებად შეჯგუფებულ ხალხს და არაფერს იღონებდა. ეს ხომ მიშასთან და ენმ-ის სახელთან დაკავშირებული საქველმოქმედო აქცია იყო, ამიტომ უნდა მიეშვათ. დარწმუნებული ვარ, დავალებაც ჰქონდათ. ამის ხაზგასმით მე არ ვამართლებ ცუდ ორგანიზებას. ორგანიზატორებს ამაზე წინასწარ უნდა ეფიქრათ“. ამასთან წამალაშვილი თბილისის მერის კახა კალაძის ფოტოებს აქვეყნებს და აღნიშნავს: „ზუგდიდში ხალხი ღია სივრცეში შეჯგუფდა. კალაძის გარშემო კი დახურულ სივრცეში. დღევანდელი კადრია. არც გარეთ და მით უფრო ღია სივრცეში არ დავუშვათ ხალხმრავლობა. დარჩით სახლში“.

ზუგდიდის ბულვარში პირბადეების, სადეზინფექციო ხსნარებისა და ხელთათმანების უფასოდ დარიგების აქციას ხალხმრავლობა მოჰყვა. მოქალაქეები ჯგუფურად შეგროვდნენ, ისე რომ დისტანცია არ დაუცვიათ. ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია, რომლის მოწოდების მიუხედავადაც, მოქალაქეებმა წესრიგი არ დაიცვეს.

აქცია „ახალი ლიდერების“ ინიციატივითა და „სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის” მხარდაჭერით ჩატარდა. „ახალი ლიდერების“ წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არეულობა მოქალაქეებმა შექმნეს, რადგან ისინი წესრიგის დაცვისკენ მოწოდებებს არ ემორჩილებოდნენ. მისი სიტყვებით, ადგილზე იყო პოლიციაც და მოუწოდებდა მოსახლეობას, რომ დაეცვა წესრიგი, დისტანცია, მაგრამ დაახლოებით 50-მდე ადამიანმა უცებ მოახდინა ამ ინვენტარის დატაცება.

შექმნილი ვითარების გამო ბოდიში მოიხადეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა.





Губернаторы России
Москва

Собянин: 12 июня парковки в Москве будут работать бесплатно





Москва

Вильфанд рассказал, какую погоду ждать в Москве на этой неделе


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: 12 июня в Москве парковки будут бесплатными



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Концерт

Создание Афиши Выступления или Концерта, Мероприятия, События.




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Зампредседателя Совета министров РСФСР Валерий Сайкин умер на 87-м году жизни

Турниры, проходящие при содействии Федерации шахмат г. Ростова-на-Дону

"Евро-Футбол.Ру": "Спартак" летом хочет приобрести вингера


Елена Веснина

«Мирра Андреева обладает удивительной выживаемостью» // Олимпийская чемпионка по теннису Елена Веснина об итогах женского Roland Garros



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Гражданку Кыргызстана арестовали по обвинению в угрозах судье и прокурору, отправившим за решетку Навального



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России