ბორის აკუნინი: მოდურმა ავადმყოფობამ ლოგინად ჩამაგდო
მწერალი ბორის აკუნინი (გრიგოლ ჩხარტიშვილი), სოციალურ ქსელში წერს, რომ ინფიცირებულია კორონავირუსით. მისივე სიტყვებით – “ინფიცირებულია მოდური ავადმყოფობით”.
63 წლის ავტორმა ასევე აღნიშნა, რომ ამ სიტუაციაში “საჭიროა სიფრთხილე”, მაგრამ პანიკა საჭირო არ არის.
“მივატოვე Facebook, იმიტომ რომ მოდურმა ავადმყოფობამ ლოგინად ჩამაგდო. ცოტას მოვიკეთებ და აუცილებალდ გაგიზიარებთ შთაბეჭდილებებს. კრორნავირუსისადმი შიში, თავად დაავადებაზე საშიშია”, წერს მწერალი სოცქსელში.