Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Март
2020

რას ცვლის კორონავირუსი არჩევნების კონტექსტში

0
რას ცვლის კორონავირუსი არჩევნების კონტექსტში

საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები საარჩევნო საკითხებთან საკონსტიტუციო ცვლილებაზე შეთანხმების შემდეგ ახლა მთავარი განხილვის საგანი საარჩევნო კოდექსში ცვლილებებია, რომელმაც პოლიტიკური პარტიების თამაშის წესები უნდა განსაზღვროს.

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი, ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია რადიო თავისუფლებასთან საუბრის დროს საარჩევნო კოდექსში არსებულ მიუღებელ საკითხებს შორის რეკლამაზე რეგულაციებს გამოყოფს. მისთვის მიუღებელია შინაარსში ჩარევა და არასაარჩევნო პერიოდში ფასიანი პოლიტიკური რეკლამის აკრძალვა.

"ამ დროს ხელისუფლებას, სამინისტროების სახელით, საკუთარი საქმიანობის რეკლამირება გადასახადების გადამხდელების ფულით შეუძლია", - დასძენს ის.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი კობახიძე რადიო თავისუფლებასთან საუბრის დროს კი განმარტავს, რომ პარტიებს შორის ყველა პრინციპულ საკითხზე კონსენსუსი მიღწეულია:

"თითოეული ნორმის დონეზე გვაქვს შეთანხმება მიღწეული... თუ რაიმე დეტალია დასაზუსტებელი, ბუნებრივია, ამისთვისაც მზად ვართ". 

უმრავლესობისა და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ახლა კორონავირუსის საფრთხის გამო არჩევნების თარიღის შეცვლაზე საუბარი ნაადრევია.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ანრი ოხანაშვილი ფიქრობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე დისტანციურად საჯარო განხილვის დაწყება აპრილში უკვე შესაძლებელი იქნება. მისი თქმით, თუ პარლამენტში დასაქმებული რომელიმე ადამიანის ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ არ დადგება, შემდეგ უკვე საკომიტეტო მოსმენები დაიწყება და კენჭისყრა ჩაინიშნება.

"ჩვენ მონდომებული ვართ ყოველგვარი შეყოვნების გარეშე განვახორციელოთ ცვლილებები", - ამბობს ის.

მისი თქმით, თუ ქვეყანაში სიტუაცია გამწვავდება და არჩევნების ჩატარების თარიღის გადახედვა დღის წესრიგში დადგება კონსულტაციას გამართავენ როგორც გუნდის შიგნით, ის ოპოზიციურ პარტიებთან. ის ასევე განმარტავს, რომ საქართველოს კანონმდებლობა მათ საშუალებას აძლევს საარჩევნო საკითხები არჩევნების ჩატარებამდე რამდენიმე თვით ადრეც კი შეცვალონ.

"არჩევნები, დემოკრატია და ანგარიშვალდებულება ნებისმიერი ხელისუფლების საკვანძო საკითხებია ასეთი გამოწვევების დროსაც… ამომრჩეველი და საზოგადოება პოლიტიკურ ძალებს აფასებენ ამ კრიტიკულ ვითარებაშიც იმის მიხედვით, თუ ვინ როგორ იქცევა", - ამბობს ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია.

ის იმედოვნებს, რომ კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის საფრთხე საქართველოში უახლოეს ერთ თვეში გადაივლის და პროცესები ქვეყნისთვის საუკეთესო სცენარით წარიმართება.

საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული შეზღუდვების პოლიტიკური ნიშნით გამოყენების საფრთხეებზე საუბრობს ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, სალომე სამადაშვილი. მან ერთ-ერთ მაგალითად ზუგდიდში პირბადეების დარიგების დროს მათი მხარდამჭერების დაჯარიმება დაასახელა.

​"იქნება თუ არა საგანგებო მდგომარეობა, ხელისუფლებამ უნდა გაუძლოს ცდუნებას, რომ ის ოპონენტების წინააღმდეგ არ გამოიყენოს", - ამბობს ის.

მისი თქმით, იმის მიუხედავად გადაიდება თუ არა არჩევნები, საარჩევნო კანონმდებლობაზე მუშაობის გაგრძელება ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად უნდა დარჩეს. მას მიაჩნია, რომ კორონავირუსით გამოწვეული კრიზის ფონზე, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია პოლიტიკური პარტიების ხედვები ეკონომიკური გამოწვევების დაძლევაზე:

"ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია პოლიტიკური დებატების დაწყება".

სამადაშვილი ამბობს, რომ არჩევნების თარიღის გადაწევის საკითხთან დაკავშირებით მათთვის გადამწყვეტი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების რეკომენდაციები იქნება. 

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდეა გამოცხადებული, საპარლამენტო არჩევნები კი 6 თვის შემდეგ, ოქტომბერში იგეგმება. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ თუ არჩევნების თარიღი საგანგებო მდგომარეობას დაემთხვევა, კონსტიტუციის გათვალისწინებით ჩაინიშნება დღე. საქართველოს კანონმდებლობით, არჩევნები საგანგებო მდგომარეობის დასრულებიდან მინიმუმ 45 და მაქსიმუმ 60 დღის ვადაში ტარდება.





Губернаторы России
Москва

Собянин: Более 220 единиц новой медицинской техники начали использовать в Москве





Москва

Помощь российских армян СВО. Поддержка тыла важна для передовой


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: 12 июня в Москве парковки будут бесплатными



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Баста

По Красноярску расклеили фейковые листовки VK Fest с Бастой — QR-код ведёт на сайт мошенников




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

В Архангельске прошёл межрегиональный теннисный турнир «Белое море»

Зампредседателя Совета министров РСФСР Валерий Сайкин умер на 87-м году жизни

Легкоатлетка Тангара назвала кринжем участие Бузовой в забеге на Никольской


Анна Калинская

Калинская поддержала Синнера после поражения на "Ролан Гаррос"



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Гражданку Кыргызстана арестовали по обвинению в угрозах судье и прокурору, отправившим за решетку Навального



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России