WHO-ს ხელმძღვანელი იმედს გამოთქვამს, რომ აშშ გააგრძელებს კორონავირუსთან ბრძოლის დაფინანსებას
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალური დირექტორი იმედს გამოთქვამს, რომ აშშ გააგრძელებს დაფინანსებას გაეროს სააგენტოსი, რომელიც ხელმძღვანელობს COVID-19-ის პანდემიასთან გლობალურ ბრძოლას, პრეზიდენტ დონალდ ტრამპისგან მომდინარე კრიტიკის მიუხედავად - იუწყება სააგენტო როიტერსი.
WHO-ს გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ ღებრეიესუსმა ასევე განაცხადა, რომ ევროპის ქვეყნებმა, რომლებიც შეზღუდვების მოხსნას განიხილავენ, უნდა იხელმძღვანელონ ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვით და დასძინა, რომ "ზომები ნელა და კონტროლის ქვეშ უნდა მოიხნას".
აშშ-ში დაფუძნებული ჟურნალისტის კითხვას ცნობებზე, რომ ტრამპმა შესაძლოა მიმდინარე კვირაში დაფინანსება შეაჩეროს, ტედროს ადჰანომ ღებრეიესუსმა უპასუხა, რომ მას ორი კვირის წინ ელაპარაკა. "ვიცი, რომ ის მხარს გვიჭერს და ვიმედოვნებ, რომ WHO-ს დაფინანსება გაგრძელდება. ჩვენ კარგი ურთიერთობა მაქვს და იმედი მაქვს ეს ასეც დარჩება".