გია ვოლსკი: ეკლესიის კარები არ დაიკეტება
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით ეკლესიის კარები არ დაიკეტება.
“ეკლესიის კარები რა საკვირველია არ დაიკეტება. მაგრამ არის მთავარი უმაღლესი სასულიერო პირების კურთხევა, რომ დაცული იყოს ის რეკომენდაციები, რომელიც გასცეს საკმაოდ ავტორიტეტულმა ადამიანებმა. მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკებები”, — განაცხადა გია ვოლსკიმ ვოლსკიმ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, საყოველთაო კარანტინის პირობებში, სამზე მეტი პირის თავშეყრა იკრძალება, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა.
პირველ აპრილს პატრიარქმა ილია მეორემ გაავრცელა მიმართვა, რომლის თანახმადაც, ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია და ღია იქნება მათთვის, ვინც ეკლესიაში მისვლას მოისურვებს, შესაბამისად ჩატარდება სააღდგომო ლიტურგიაც.
12 აპრილს ცნობილი გახდა, რომ მართლმადიდებელ ეკლესიებში სააღდგომო ღვთისმსახურებას კომენდანტის საათის დროს ჩაატარებენ.