ამირან გამყრელიძე: საუბარი მარტო სააღდგომო ლიტურგიაზე არ იყო
საქართველოს საპატრიარქოში, საპატრიარქოსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრაზე საუბარი მხოლოდ სააღდგომო ლიტურგიას არ ეხებოდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„საუბარი მარტო სააღდგომო ლიტურგიაზე არ იყო. მის უწმინდესობასთან ზოგადად, ვისაუბრეთ ეპიდსიტუაციაზე, რა ხდება ქვეყანაში და მსოფლიოში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
როგორც მან აღნიშნა, შეხვედრის თაობაზე განცხადება სავარაუდოდ, ხვალ გაკეთდება.