ხანძარი ჩერნობილის ზონაში
ჩერნობილის მახლობლად, მეცხრე დღეა, ტყე იწვის. ცეცხლი თანდათან ქალაქ პრიპიატსა და ატომურ სადგურს უახოვდება. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
“დღეის მდგომარეობით, განადგურებულია სოფლები, სასაფლაოები … კერძოდ, ლელევი, კოპაჩი, პოლესკოე, გრეზლია …
კვლავ იწვის წითელი ტყის ტერიტორია, დაიხურა ქალაქი ჩერნობილი -2, ხანძრისგან დაზარალდა ქალაქი ჩერნობილი … ” წერენ სოციალურ ქსელში მოქალაქეები.
”სიტუაცია კრიტიკულია. ზონა ცეცხლის ალშია. ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ სიტუაციას აკონტროლებს, მაგრამ სინამდვილეში ხანძარი სწრაფად ვრცელდება ახალ ტერიტორიებზე, ”- აცხადებენ თვითმხილველები.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი რადიოაქტიური ნარჩენების სათავსოდან ორ კილომეტრში მძვინვარებს.
ოფიციალური ინფორმაციით დღეს, 13 აპრილს, ეროვნული გვარდია ჩერნობილის ზონაში ცეცხლის ჩაქრობის მიზნით შევიდა.