Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Апрель
2020

NCDC-ს განცხადებით, ერთ-ერთ არხის ეთერში ცილისმწამებლურმა ბრალდებებმა აპოგეას მიაღწია

0
NCDC-ს განცხადებით, ერთ-ერთ არხის ეთერში ცილისმწამებლურმა ბრალდებებმა აპოგეას მიაღწია

„სხვადასხვა წყაროებით არაერთხელ  გავრცელდა უსაფუძვლო, ალოგიკური და უმეტესად ცილისმწამებლური ბრალდება, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს ცენტრის რეპუტაციასა და საქმიანობას და აპოგეას მიაღწია გუშინდელი ერთ-ერთი არხის სატელევიზიო სივრცეში“, - ვკითხულობთ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) განცხადებაში. NCDC აღნიშნავს, რომ საჭიროდ არ მიიჩნევს, შევიდეს დისკუსიაში და რეაგირება მოახდინოს პოლიტიკური სახის განცხადებებზე, რომელთა მიზანია დისკრედიტაცია, საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანა და ეპიდემიასთან  ბრძოლაში ხელის შეშლა.

განცხადების თანახმად, მსოფლიოში მიმდინარე გლობალური კრიზისის საპასუხოდ, რომელიც დაკავშირებულია ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიასთან და რაც სერიოზული გამოწვევაა საქართველოსთვის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, სხვადასხვა სამთავრობო, არასამთავრობო უწყებებთან და მთლიანად საზოგადოებასთან ერთად, პირველივე დღეებიდან ჩართულია COVID-19 დაკავშირებულ  მზადყოფნისა და რეაგირების ღონისძიებებში.

რაც შეეხება ცენტრის მუშაობას, განცხადებაში აღნიშნულია, რომ  საქართველოსთვის ამ რთულ პერიოდში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და მის დაქვემდებარეში მყოფი ლუგარის ლაბორატორიის პასუხისმგებლობაშია კორონავირუსული ინფექციის რეალურ დროში ეპიდზედამხედველობა, COVID-19-ის  ლაბორატორიული დიაგნოსტიკის მართვა, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისობის მეთვალყურეობა  და კიდევ მრავალი სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიება.

განცხადებაში, აგრეთვე, ვკითხულობთ ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის შესახებ. „იგი მუდმივ რეჟიმში, ოფიციალური არხებით (ცენტრის ვებ-გვერდი, ფეისბუქი, თვითერი, ინსტაგრამი, ლაივ-ჩართვები მედიაში, სპეციალური ბრიფინგები) მოსახლეობას აწვდის იმ მიმდინარე ინფორმაციას, რომელიც უკავშირდება ქვეყანასა და მსოფლიოში ახალი კორონავირუსის გავრცელებას, აქვეყნებს საგანმანათლებლო მასალას და რეკომენდაციებს გასატარებელი პრევენციული ღონისძიებების შესახებ, უწყვეტ რეჟიმში აწარმოებს ეპიდზედამხედველობას, ინფიცირებულთა იზოლაციასა და შესაძლო კონტაქტების აქტიურ გამოვლენას და მრავალ სხვა ღონისძიებას, რომლებიც ეყრდნობიან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების, ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს. დამატებით, ნებისმიერ რესპონდენტს, ოფიციალური მომართვის შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით, გონივრული ვადების დაცვით, აწვდის მოთხოვნილ ინფორმაციას და იძლევა განმარტებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

23 აპრილს „მთავარის არხის“ ეთერში გასულ სიუჟეტში ნათქვამი იყო, რომ სახელმწიფოს მიერ შემოტანილი უხარისხო ტესტების გამო შესაძლოა, ბევრი გამოჯანმრთელებული პაციენტის მდგომარეობა ეჭვქვეშ დადგეს. მათივე ცნობით, მამაკაცს, რომელიც თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში კარდიოლოგიური ცვლილებების გამო შევიდა,  ორმხრივი პნევმონია დაუდგინდა. როგორც ტელეარხი იტყობინებოდა, მას სამჯერ ჩაუტარდა ტესტირება და COVID – 19 არ დაუდგინდა. „მთავარი არხის“ ცნობით, მათ იმ ტესტის პასუხი მოიპოვეს, რომელის მიხედვითაც საავადმყოფოში შეყვანილ პაციენტს COVID – 19 დაუდასტურდა. როგორც „მთავარი არხი“ იტყობინებოდა, პაციენტს მეოთხე ტესტირება „გენეტიკის ლაბორატორიამ“ ჩაუტარა.

მოგვიანებით პაციენტს კიდევ ერთი გამოკვლევა ლუგარის ლაბორატორიაში ჩაუტარეს.

„ევექსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა 23 აპრილს „ფეისბუკზე“ დაწერა, რომ რიგით მეხუთე ტესტი, რომელიც ჩატარდა ლუგარში, არის უარყოფითი.





Губернаторы России
Москва

Сергей Собянин. Главное за день





Москва

Список самых популярных товаров нашего маркетплейса Bazosmarket


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: Проект "Давай друЖИТЬ" помогает исполнять заветные мечты детей



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Вольфганг Амадей Моцарт

Шуфутинский – по 8000, Моцарт – 800. Какие звезды и почем выступят в Ульяновске в июне




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Ролан Гаррос. Расписание 2 июня. Потапова и Швентек сыграют первым запуском, Синнер – последним

Стали известны все участники РПЛ сезона-2024/2025

Американский боксер Глэнтон прогулялся по центру Москвы


Ролан Гаррос

Российская теннисистка Самсонова вышла в 3-й круг Открытого чемпионата Франции



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Китайский зонд "Чанъэ-6" совершил посадку на обратной стороне Луны



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России