Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Апрель
2020

ISFED: ცესკოს პროფესიული წევრების შესარჩევი კონკურსი ხარვეზებით წარიმართა

0
ISFED: ცესკოს პროფესიული წევრების შესარჩევი კონკურსი ხარვეზებით წარიმართა

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" ცენტრალური საარჩევნო კომისიის პროფესიული წევრების კონკურსში გამოვლენილ ხარვეზების შესახებ სპეციალურ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიში, კერძოდ, შეეხება ცენტრალური საარჩევნო კომისიის იმ წევრების შერჩევის პროცესს, რომლებიც პროფესიული ნიშნით, პრეზიდენტის წარდგინების საფუძველზე, პარლამენტის მიერ აირჩევა.

"სამართლიანი არჩევნების" ძირითადი მიგნებების მიხედვით, პრეზიდენტის მიერ ცესკოს წევრობის კანდიდატების შესარჩევ კონკურსში პრობლემები გამოიკვეთა, როგორც საკონკურსო კომისიის ფორმირების ეტაპზე, ასევე კანდიდატების შეფასების პროცესში. გამოვლენილი პრობლემებიდან, ორგანიზაციის თანახმად, განსაკუთრებით საყურადღებოა შემდეგი:

მიუხედავად, იმისა, რომ საკონკურსო კომისიის შემადგენლობის ფორმირებისას არ დარღვეულა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ დადგენილი მოთხოვნები და კომისიაში წარმოდგენილი იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, გაუგებარია რა კრიტერიუმების საფუძველზე მოხდა პრეზიდენტის მიერ კომისიის შემადგენლობის ფორმირება;

კომისიის შემადგენლობაში წარმოდგენილი არასამთავრობო ორგანიზაციების პოლიტიკურ მიკერძოებულობასა და პროფესიონალიზმთან დაკავშირებული კითხვის ნიშნები ეჭვებს აჩენს ცესკოს წევრობის შესარჩევი კონკურსის ობიექტურობაზე;

საკონკურსო კომისიის ოქმიდან არ ჩანს, თუ როგორ მოხდა კომისიის მიერ კონკურსში მონაწილე კანდიდატების შეფასება დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით;

საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება არ იყო დასაბუთებული. გაუგებარია რის საფუძველზე მიიღო კომისიამ გადაწყვეტილება პრეზიდენტისთვის კონკურსში მონაწილე კანდიდატების წარდგენის შესახებ.

"სამართლიანი არჩევნები" მიიჩნევს, რომ მომავალში ცესკოს წევრების შერჩევის მიმართ საზოგადოების ნდობისა და მეტი გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია:

კომისიაში შედიოდეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხოლოდ ერთი წარმომადგენელი. დანარჩენი წევრები შეიძლება იყვნენ სახალხო დამცველის წარმომადგენელი, საარჩევნო საკითხების ექსპერტები, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, რომლებსაც გამოცდილება აქვთ არჩევნების მიმართულებით და სხვ., რომლებიც სარგებლობენ მაღალი რეპუტაციით და სანდოობით;

ნაცვლად საეჭვო რეპუტაციის მქონე ორგანიზაციებისა, კომისიაში მიწვეული უნდა იყვნენ ის ადგილობრივი ორგანიზაციები, რომლებსაც საარჩევნო საკითხებზე მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვთ და მიუკერძოებელი და ობიექტური საქმიანობით გამოირჩევიან;

საკონკურსო კომისიის საბოლოო გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული. აღნიშნული აუცილებელი წინაპირობაა იმისთვის, რომ კომისიისა და შემდგომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ არ წარმოქმნას კითხვის ნიშნები შერჩევის პროცესის ობიექტურობასთან დაკავშირებით.

ცესკოს ე.წ. პროფესიული წევრების შესარჩევად ბოლო კონკურსი 2019 წელს ჩატარდა, კერძოდ, პრეზიდენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის ოთხ ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატების შესარჩევად ღია კონკურსი 2019 წლის 5 ნოემბერს გამოაცხადა. პრეზიდენტის  განკარგულებით ასევე დამტკიცდა საკონკურსო კომისიის დებულება და ღია კონკურსის ჩატარების წესი.





Губернаторы России
Москва

Собянин: 15 июня начинается самый масштабный сезон фестиваля «Усадьбы Москвы»





Москва

LISA FM Александр Белоносов выпустил альбом «Родина Сердца: Дневник Психолога»


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: 12 июня парковки в Москве будут работать бесплатно



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Концерт

Создание Афиши Выступления или Концерта, Мероприятия, События.




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

В Архангельске прошёл межрегиональный теннисный турнир «Белое море»

Зампредседателя Совета министров РСФСР Валерий Сайкин умер на 87-м году жизни

"Евро-Футбол.Ру": "Спартак" летом хочет приобрести вингера


US Open

Алькарас о титулах на трех разных ТБШ: «Атмосфера везде разная, но ощущения те же. Победа на «Большом шлеме» всегда особенная»



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Один автомобиль загорелся после ДТП на западе Москвы



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России