Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Май
2020

ოქრუაშვილი: დაჭერა და გათავისუფლება იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება

0
ოქრუაშვილი: დაჭერა და გათავისუფლება იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება

სპეციალური პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა და პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის შესახებ ილაპარაკა. „ერთადერთი ადვილად შესასრულებელი დაპირება გასცა ივანიშვილმა, რომ კიდევ ბევრ ოპოზიციონერს მრავალი წლით გაუშვებდა ციხეში. ეს დაპირებაც ვერ შეასრულა“, - თქვა ოქრუაშვილმა.

ყოფილი პატიმარი პირველ რიგში მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანეს 8 მარტის შეთანხმების გაფორმებაში, რომლის ნაწილიც, ოქრუაშვილის თქმით, იყო მისი და გიგი უგულავას გათავისუფლება. „განსაკუთრებით მადლობას ვეუბნები ოპოზიციის ყველა ლიდერს, აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს საქართველოში კარლ ჰარცელს,  ისევე, როგორც სენატორ რიშს და ბატონ კუბილიუსს. მათი ძალისხმევა, შეფასებები, რომ არა, ალბათ ეს შედეგი არ დადგებოდა. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია შეთანხმება ბოლომდე შესრულდეს და გიორგი რურუამ საპატიმრო დატოვოს. ეს შეთანხმება არ არის შეთანხმება საარჩევნო პროცესის ცვლილების შესახებ, არჩევნების შესახებ, ეს არის შეთანხმება საქართველოში ხელისუფლების მშვიდობიანად ცვლილების შესახებ. ყველამ კარგად გაითავისოს ეს, განსაკუთრებით ხელისუფლებამ“, - ამბობს ოქრუაშვილი.  

თავდაცვის ყოფილი მინისტრის შეფასებით, მისი, გიგი უგულავას და გიორგი რურუას დაჭერა და გათავისუფლება პოლიტიკური გადაწყვეტილება და პოლიტიკის ნაწილია. „ეს აღიარეს ისეთი ტრიბუნიდან, რომ მართალი გითხრათ, შემრცხვა, რომ ჩვენ ამხელა ყურადღებას გვითმობდნენ. ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, პოლიტიკის ნაწილი და პოლიტიკური ზეგავლენის შედეგი“, - აღნიშნავს ის და ამატებს, - „ძალიან მრცხვენოდა „ქართული ოცნების“ ზოგიერთი ლიდერის გამო, რომ ჩვენ ქალბატონი დეგნანის, ბატონი ჰარცელის, უამრავი სენატორის, კონგრესმენის და ევროპარლამენტარის შესაძლებლობებს, ძალისხმევას, ჩვენი ქვეყნისადმი ერთგულებას, ნაცვლად იმისა, რომ მივმართავდეთ დეოკუპაციისთვის, ბორდერიზაციის შესაჩერებლად, უზარმაზარი ეკონომიკური საფრთხეების აღმოსაფხვრელად, ამ ადამიანებს უწევდათ თავიანთი ძალისხმევის გამოჩენა იმისთვის, რომ აქ ვიღაცას გონება აერია“.

ირაკლი ოქრუაშვილი „20-21 ივნისის საქმეზე“ 2019 წლის 25 ივლისს დააკავეს. 2020 წლის 13 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ოქრუაშვილს 5 წლით თავსუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც 20-21 ივნისს ანტისაოკუპაციო აქციაში მონაწილეობდა, სასამართლომ დამნაშავედ ცნო შემდეგი მუხლით: „ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა“.

ოპოზიციური პარტიების განცხადებით, სწორედ, ოქრუაშვილის, უგულავას და გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხს აყენებდნენ ხელისუფლებასთან საარჩევნო სისტემის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებში.

„ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციურმა პარტიებმა ფასილიტატორი დიპლომატების აქტიური მონაწილეობით, 8 მარტს მიაღწიეს საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ შეთანხმებას, რომლის თანახმად, 2020 წელს, პარლამენტში პროპორციული წესით აირჩევა 120 და მაჟორიტარულით 30 დეპუტატი, საარჩევნო ბარიერი იქნება 1% და უზრუნველყოფილი იქნება ე.წ. ჩამკეტი, რათა ხმების 40%-ზე ნაკლების მქონე პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ შეთანხმების მეორე ნაწილი პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითვალისწინებს. ხელისუფლება ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობას უარყოფდა. მისი განცხადებით, მათი გათავისუფლება არ წარმოადგენდა შეთანხმების საგანს. საპასუხოდ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ საკონსტიტუციო ცვლილების მხარდაჭერაზე უარი განაცხადეს.

საქართველოს დასავლელმა პარტნიორები კი შეთანხმების შესრულების მოწოდებით არაერთხელ გამოვიდნენ. 8 მარტს მიღწეული შეთანხმების შესახებ პროცესის ფასილიტატორების ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში.

„ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, სრულად დაიცვან შეთანხმების ორივე ნაწილი, რათა ის წარმატებით განხორციელდეს“, - ნათქვამია განცხადებაში. მას „ტვიტერზე" გამოეხმაურა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, რესპუბლიკელი ადამ კინზინგერი.

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა ჯეიმს რიში წერს, რომ „საქართველოში პოლიტიკური პარტიებისგან მოელის მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას, მათ შორის, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და პროგრესს ახალი საარჩევნო სისტემისკენ“.

„პოლიტპატიმრების“ გათავისუფლებისკენ ხელისუფლებას არაერთმა ევროპარლამენტარმა მოუწოდა. „პოლიტიკური პატიმრების პატიმრობაში დატოვება შეთანხმების დარღვევას და სამართლიანი არჩევნებისთვის უარს ნიშნავს. გაათავისუფლეთ პოლიტიკური პატიმრები“, - დაწერა „ტვიტერზე“ ევროპარლამენტის წევრმა პოლონეთიდან ანჟეი ჰალიცკიმ.

შეთანხმების შესრულების აუცილებლობის საკითხზე განცხადებები გააკეთეს ევროპარლამენტარებმა ანდრიუს კუბილიუსმა, მიხაელ გალერიმ და ვიოლა ფონ კრამონმა. განსაკუთრებული სიმწვავით გამოირჩეოდა ევროპის სახალხო პარტიის (EPP) წევრი, ლიტველი პარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი. მისი შეფასებით, პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმება მხარდაჭერილი იყო ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, თუმცა მთავრობა მას არ ასრულებს, რაც შეამცირებს მომავალი საპარლამენტო არჩევნებისადმი ნდობას.





Губернаторы России
Москва

Собянин рассказал о развитии Москвы на ПМЭФ   





Москва

"СВЯТОЙ ЛЕНИН: сенсация о прогнозах направит Америку и Европу творить добро?!


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин открыл приемное отделение Морозовской детской городской больницы



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Филипп Киркоров

Дава не получил поддержки Филиппа Киркорова в финале шоу «Сокровища императора»




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Альбина Мухаметзянова на ПМЭФ объявила о выходе сериала «Команда МАТЧ» в Казахстане

"Евро-Футбол.Ру": "Спартак" летом купит форварда только в случае ухода Соболева

12 июня в Оренбуржье пройдут мероприятия, посвященные Дню России


Александр Зверев

Алькарас стал победителем "Ролан Гаррос", обыграв в финале Зверева



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Game News

Life is Strange: Double Exposure продолжит историю Макс Колфилд



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России