პრეზიდენტი უგულავა-ოქრუაშვილის შეწყალებაზე: საერთაშორისო პრესტიჟის შენარჩუნება მე მევალება
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ თავისი მანდატის ფარგლებში ერთ-ერთი ყველაზე რთული გადაწყვეტილება მიიღო, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებით. ამის შესახებ მან შეწყალების შემდეგ განაცხადა.
"გამოსავლის პოვნა, სიტუაციის განმუხტვა და სტაბილურობის შენარჩუნება, ქვეყნის საერთაშორისო პრესტიჟის შენარჩუნება მე მევალება - ამიტომ და სწორედ ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება", - განაცხადა მან.
მისი თქმით, ის ვერ დაუშვებს, რომ ამ ორ ადამიანს გადააყოლოს ქვეყნის ბედი:
"ვერ დავუშვებ რომ ორი დამნაშავის გამო სიტუაცია გამძფრდეს... ვერ დავუშვებ, ახალ პოლარიზაციას და კიდევ დაპირისპირებას და ვერ დავუშვებ, რომ ამათ გამო საერთაშორისო თანამგეობრობის მიერ აღებული შეთანხმება არ შესრულდეს, სხვა შემთხვევაში ქვეყანა ვერ გაუმკლავდება ვერც კორონას, ვერც სოციალურ და ეკონომიკურ გამოწვევებს".