Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Май
2020

გიგი უგულავამ და ირაკლი ოქრუაშვილმა საპატიმრო დატოვეს

0

თბილისის ყოფილი მერი, გიგი უგულავა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი თავისუფლები არიან. მათ საპატიმრო 15 მაისს, ღამით, მას შემდეგ დატოვეს, რაც პენიტენციურ სამსახურს შეწყალების შესახებ პრეზიდენტის ბრძანებულება ჩაბარდა.

ოქრუაშვილმაც და უგულავამაც ციხის დატოვების შემდეგ თქვეს, რომ ეს სანახევროდ შესრულებული პირობაა და ახლა უკვე გიორგი რურუაც უნდა გათავისუფლდეს. მისთვის სასამართლოს სასჯელი ჯერ არ მიუსჯია, შესაბამისად, მას პრეზიდენტი ვერ შეიწყალებდა. 

"არ არსებობს სანახევრო ფეხმძიმობა, სანახევრო ხელშეკრულება. ჩვენ დახლზე არ ვართ და ოცნებას არ ვევაჭრებით", - თქვა უგულავამ.

ოქრუაშვილმა კი მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, რომელიც 8 მატის ხელშეკრულების შედგენაში მონაწილეობდა. ოპოზიციის მტკიცებით, სწორედ ეს დოკუმენტია იმის დასტური, რომ ოპოზიციამ უგულავას, ოქრუაშვილისა და რურუას გათავისუფლებას დათანხმდა.

"ერთადერთი ადვილად შესასრულებელი დაპირება გასცა ივანიშვილმა, რომ ბევრ ოპოზიციონერს გაუშვებდა ციხეში და ესეც ვერ შეასრულა", - თქვა ოქრუაშვილმა.

მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება მათთან შეთანხმებული არ იყო. პარტიის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილების შესახებ მათაც პირდაპირი ეთერის საშუალებით გაიგეს.

"შესაძლოა მას, რეალურად, მიაჩნია, რომ ბიუჯეტის ქურდისა და პარლამენტში შეჭრის მოსურნე რუსული სპეცსამსახურების აგენტის გათავისუფლება ამ ეტაპზე ხელს შეუწყობს პოლიტიკური და საარჩევნო გარემოს დეპოლარიზებას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქართული პოლიტიკის პოლიტიზირებას განაპირიბებს არა კრიმინალების ციხეში ყოფნა, არამედ პოლიტიკაში. არც იმას ვფიქრობთ, რომ ორი პოლიტკრიმინალის ციხეში ყოფნა ქვეყანას საგარეო კუთხით რაიმე პრობლემას შეუქმნიდა. ჩვენ ხშირად მიგვიღია უცხოეთიდან მათი დასაცავი წერილები უცხოეთიდან, თუმცა ამას ხელი არ შეუძლია იმაში, რომ მათი ნაწილი ციხეში ზის, ნაწილი კი გაქცეულია", - თქვა კობახიძემ.

გიგი უგულავა, ირაკლი ოქრუაშვილი და გიორგი რურუა რამდენიმე თვეა ციხეში არიან. უგულავას უზენაესმა სასამართლომ ე.წ. თბილისერვისის საქმეზე 3 წელზე მეტი ხნით პატიმრობა მიუსაჯა. უგულავა ამ საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მანამდეც იჯდა, თუმცა სასჯელის მოხდის შემდეგ გათავისუფლდა. ოქრიაშვილს სასამართლომ 5-წლიანი პატიმრობა 20 ივნისის საქმეზე ძალადობის მუხლით მიუსაჯა. მათგან განსხვავებით გიორგი რურუას სასჯელი ჯერ არ შეფარდებია. მას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარებას ედავებიან.

ოპოზიციის წევრებმა ამ სამი ადამიანის გათავისუფლება დაასახელეს იმ აუცილებელ პირობად, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაშიც მონაწილეობას არ მიიღებდნენ საარჩევნო საკითხებზე საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში.





Губернаторы России
Москва

Собянин: Около обновленных поликлиник создано более 600 зон отдыха





Москва

Студия Звукозаписи в Москве. Создание Песен, Музыки, Аранжировок.


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: Около обновленных поликлиник создано более 600 зон отдыха



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Леонид Агутин

Агутин простился с Анастасией Заворотнюк клипом на свою песню




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

В Москве презентовали медали и экипировку VIII игр «Дети Азии»

Ролан Гаррос. Расписание 2 июня. Потапова и Швентек сыграют первым запуском, Синнер – последним

Стали известны все участники РПЛ сезона-2024/2025


Ролан Гаррос

Прямая трансляция матча Рыбакиной с победительницей четырех "Больших шлемов"



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Песков: между Путиным и Мирзиеевым выстроилось доверительное общение



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России